» » ახალი ამბები რელსს დაეცა, მანქანა აფეთქდა, კაცი გარდაიცვალა - რა მოხდა ცენტრალურ გზაზე?

ახალი ამბები რელსს დაეცა, მანქანა აფეთქდა, კაცი გარდაიცვალა - რა მოხდა ცენტრალურ გზაზე?

04 July 2021, Sunday
12 222
0


ახალი ამბები  რელსს დაეცა, მანქანა აფეთქდა, კაცი გარდაიცვალა - რა მოხდა ცენტრალურ გზაზე?



რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გაჩიანთან არსებული ხიდიდან საკვები პროდუქტებით დატვირთული ტრაილერი გადავარდა, მატარებლის რელსს დაეცა და აფეთქდა. კაცი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველებმა საინფორმაციო სააგნეტოს განუცხადეს, ავარიის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ტრაილერზე საბურავის დაზიანება გახდა.
გარდაცვლილი მამაკაცი ეთნიკურად სომეხია.
საკმაოდ ძლიერი იყო ცეცხლი, რომელიც სატრანსპორტო სამშუალებას გაუჩნდა. მის ჩასაქრობად ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019