» » ”ისე გართულდა მისი დაავადება რომ კლინიკაში გადაიყვანეს, ფილმებშიც ვეღარ თამაშობს…” – ნახეთ რატომ გაქრა ეკრანებიდან ყველასათვის საყვარელი მსახიობი

”ისე გართულდა მისი დაავადება რომ კლინიკაში გადაიყვანეს, ფილმებშიც ვეღარ თამაშობს…” – ნახეთ რატომ გაქრა ეკრანებიდან ყველასათვის საყვარელი მსახიობი

11 June 2021, Friday
18 687
0


”ისე გართულდა მისი დაავადება რომ კლინიკაში გადაიყვანეს, ფილმებშიც ვეღარ თამაშობს…” – ნახეთ რატომ გაქრა ეკრანებიდან ყველასათვის საყვარელი მსახიობი



თურქული სერიალების ვარსკვლავ ნესლიჰან ათაგიულს საქართველოშიც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს.
ნესლიჰანი სტამბოლშია დაბადებული 1992 წლის 20 აგვისტოს, საკმაოდ ღარიბ ოჯახში. დედამისი ბელორუსია, მამა კი ჩერქეზი. სწორედ კავკასიურ-სლავური გენების ნაზავია მისი არასტანდარტული გარეგნობა
ნესლიჰანის დედა დიასახლისი იყო და შვილებს ზრდიდა, მამა კი მძღოლად მუშაობდა და დიდი გაჭირვებით არჩენდა ოჯახს.
გოგონა ჯერ კიდევ ბავშვობაში იპყრობდა საზოგადოების ყურადღებას. დედამისმა შენიშნა ეს ფაქტი და გადაწყვიტა, ნესლიჰანის გარეგნული მონაცემები მისი მომავლის უკეთ დასაგეგმად გამოეყენებინა.
დაიწყო გოგონას სამოდელო სააგენტოებში და კასტინგებზე ტარება. პროფესიონალებს მიმართა და პორტფოლიო შეუდგინა, რომელსაც მერე დამკვეთებს უგზავნდა. მისმა შრომამ ამაოდ არ ჩაიარა – ლამაზი გოგონა სააგენტოებმა შენიშნეს და 8 წლის იყო, როცა პირველ რეკლამაში გადაიღეს.
14 წლის იყო, როცა პირველად გადაიღეს ფილმში. პირველი როლისთვის პრემიაც მიიღო და მას მერე კინოში თამაში არც შეუწყვეტია.
სკოლის დამთავრების შემდეგ სტამბოლის უნივერსიტეტის თეატრალურ ფაკულტეტზე ჩააბარა.
სერიალების ვარსკვლავი მომავალ ქმარსაც კინოში შეხვდა. უამრავი თაყვანისმცემლიდან მან სწორედ ის შეარჩია – სერიალ “სტამბოლის ორი სახის” გადაღებებზე შეხვდა კადირ დოგულუს, რომელსაც 2016 წელს ცოლადაც გაჰყვა. კადირი ცოლზე 10 წლით არის უფროსი, თუმცა ეს არ უშლის წყვილს ხელს, შესანიშნავი ურთიერობა ჰქონდათ. მათ საერთო ბევრი აქვთ – კადირიც ღარიბ
ოჯახში გაიზარდა და მანაც მოდელობით დაიწყო კარიერა.
2019 წელს წყვილი დიდ სახლში გადავიდა საცხოვრებლად და ყველას ეგონა, რომ შვილს ელოდებოდნენ. თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ ძალიან უნდათ ბავშვი, თუმცა ჯერ ძალიან დაკავებული არიან გადაღებებზე.
ინტერვიუებში ნესლიჰანი ამბობს, რომ საკუთარი გარეგნობა არ მოსწონდა და რინოპლასტიკა გაიკეთა. ასევე აწუხებდა ე.წ. ტომსიკები თვალების ქვეშ, თუმცა ბოლო პერიოდში ისინი არ ჩანს, როგორც ჩანს, ეს პრობლემური ადგილებიც მოიშორა.
2021 წლის იანვარში ნესლიჰანმა სერიალი “ელჩის ქალიშვილი” დატოვა, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა. მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემებია. კუჭნაწლავის პრობლემებმა ძალიან შეაწუხა და ვეღარ განაგრძო გადაღება. ავადმყოფობის გამო 168-სანტიმეტრიანი ნესლიჰანი 45 კილოგრამი გახდა. მოგვიანებით ისე გართულდა მისი მდგომარეობა, რომ კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობის გართულების გამო, სერიალის სცენარში ცვლილებები შეიტანეს და სხვა მსახიობები დააკავეს.
mshoblebi.geскачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019