» » სამივე ერთ სავარძელში უპოვიათ გარდაცვლილი… – რას ყვებიან ახლობლები 25 წლის დედისა და 2 მცირეწლოვანის გარდაცვალების შესახებ
Loading...

სამივე ერთ სავარძელში უპოვიათ გარდაცვლილი… – რას ყვებიან ახლობლები 25 წლის დედისა და 2 მცირეწლოვანის გარდაცვალების შესახებ

17 September 2019, Tuesday
5 227
0
სამივე ერთ სავარძელში უპოვიათ გარდაცვლილი… – რას ყვებიან ახლობლები 25 წლის დედისა და 2 მცირეწლოვანის გარდაცვალების შესახებ
ზეს­ტა­ფონ­ში დედა და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ბი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მე­ზობ­ლე­ბი ტრა­გე­დი­ის ერთ-ერთ ვერ­სი­ად წყლის გა­მათ­ბობ­ლი­დან ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვას ასა­ხე­ლე­ბენ.
ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ახ­ლა­გაზ­რდა ქალი მე­უღ­ლეს­თან გა­შო­რე­ბუ­ლი იყო და მცი­რე­წლო­ვან შვი­ლებ­თან ერ­თად ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში მარ­ტო ცხოვ­რობ­და. შვი­ლე­ბის ასა­კი კი – 2 და 4 წელი იყო.
“დი­ლი­დან რომ არ გა­მოჩ­ნდნენ, ახ­ლობ­ლებ­მა მო­კი­თხეს. ბი­ნა­ში, მე­ო­რე სარ­თულ­ზე ფან­ჯრი­დან შე­ვიდ­ნენ და სა­მი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო” – ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი.
გარ­დაც­ვლი­ლი 25 წლის მი­რან­და სხი­ლა­ძე ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ილე­მი­დან იყო.
“2 კვი­რის გად­მო­სუ­ლი იყო ზეს­ტა­ფონ­ში ქი­რით… მა­ნამ­დე სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და, მშობ­ლებ­თან ერ­თად… გა­და­წყვი­ტა ქა­ლაქ­ში წა­მო­სუ­ლი­ყო და რა­ი­მე საქ­მით და­კა­ვე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ არ დას­ცალ­და… დღეს მთე­ლი დღე ურე­კავ­დნენ მშობ­ლე­ბი, მაგ­რამ რომ არ უპა­სუ­ხა შემ­დეგ მის­მა სი­ძემ მო­ა­ხერ­ხა ფან­ჯრი­დან გა­დას­ვლა და ეს ამ­ბა­ვი დახ­ვდა… სა­მი­ვე, დე­დაც და შვი­ლე­ბიც სა­ვარ­ძელ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს… რო­გორც ჩანს, სა­ღა­მოს ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებ­დნენ ” – ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ნა­თე­სა­ვი.
ად­გილ­ზე პო­ლი­ცია და “სო­კარ გა­ზის” წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. მათი თქმით, ამ ეტაპ­ზე ბი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მათ­ბობ­ლის შე­მოწ­მე­ბა არ მომ­ხდა­რა და ოფი­ცი­ა­ლურ კო­მენ­ტარს ვერ გა­ა­კე­თე­ბენ.скачать dle 12.1
Loading...


კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019