» » ”თქვენი გადახდილია, გივი ვაარ, მე და თქვენ შარშან ხომ ერთად ვიწექით, როგორ დაგავიწყდით?” – რა მოხდა მარშუტკაში?

”თქვენი გადახდილია, გივი ვაარ, მე და თქვენ შარშან ხომ ერთად ვიწექით, როგორ დაგავიწყდით?” – რა მოხდა მარშუტკაში?

08 June 2021, Tuesday
2 302
0


”თქვენი გადახდილია, გივი ვაარ, მე და თქვენ შარშან ხომ ერთად ვიწექით, როგორ დაგავიწყდით?” – რა მოხდა მარშუტკაში?



სოციალურ ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ცოტახნის წინ სახალისო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვითარება მარშუტკაში ხდება. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მარშრუტკაში“… სამარშრუტო ტაქსიში ვსხედვართ. მძღოლმა გააჩერა. ჩამსვლელმა შუახნის მამაკაცმა, უკანა რიგში ქალბატონს გასძახა:
– ქ-ნო ნანული, თქვენი ფული გადახდილია.
– მომიკვდეს თავი, რატომ შეწუხდით, სამწუხაროდ, ვერ გიცანით.
– მე და თქვენ შარშან ხომ ერთად ვიწექით, როგორ დაგავიწყდათ, გივი ვარ.
ნანული წამოხტა ფეხზე და სანამ ხმას ამოიღებდა, მამაკაცი ჩავიდა.
ატყდა „მარშუტკაში“ ჩოჩქოლი და ხითხითი.
ნანული ფერდაკარგული იდგა.
რამდენიმე ხანში გამოერკვა და
– უი, გამახსენდა, შარშან რეანიმაციაში ვიწექით მე რომ ფიბრომა ამომაჭრეს. მგზავრობის მთელი გზა, ნანული არ დამჯდარა და არ დაწყნარებულა, სანამ ყველას არ გააგებინა, რომ კი იწვნენ ერთად, მაგრამ საავადმყოფოში …
მართალი გითხრათ შემეცოდა. აშკარად წნევა ჰქონდა აწეული. ამ დროს არ იცი იტირო თუ იცინო.
სანამ ჩავიდოდა მის ბიოგრაფიასაც გავეცანით. პედაგოგიური სტაჟით 40 წელი.
უღირდა ახლა 80 თეთრის ეკონომიად ამდენი თავმართლება?
– მაგ პროსტატის ამოჭრას, ნეტავ, ენა ამოეჭრათ გივი შენთვის, ჩაილაპარაკა და ჩავიდა ნანული ერთ-ერთ გაჩერებაზე.
მგზავრებმა კი შვებით ამოისუნთქეს. P.S. და მაინც რანი ვართ ეს ხალხი?“ – წერია პოსტში.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019