» » “გოლეთიანო, შენ ყოფილხარ ნაძირალა და არამზადა! იცი, რატომ?! გეტყვი...“ - მამა ბასილ კობახიძე ვარლამ გოლეთიანს მიმართავს

“გოლეთიანო, შენ ყოფილხარ ნაძირალა და არამზადა! იცი, რატომ?! გეტყვი...“ - მამა ბასილ კობახიძე ვარლამ გოლეთიანს მიმართავს

01 June 2021, Tuesday
6 318
1


“გოლეთიანო, შენ ყოფილხარ ნაძირალა და არამზადა! იცი, რატომ?! გეტყვი...“ - მამა ბასილ კობახიძე ვარლამ გოლეთიანს მიმართავს



თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო საპროტესტო მოძრაობა ისე არ არის დაკავშირებული ვარლამ გოლეთიანთან და მის ოჯახთან, როგორც ქრისტიანობა – პატრიარქ ილია მეორესთან.
“ნამოხვანის ჰესის საპროტესო მოძრაობა, ჩემი აზრით, არის სრულიად სამართლიანი და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი. ასევე, ჩემი აზრით, ეს მოძრაობა არ არის დაკავშირებული ცალკეულ პიროვნებებთან თუ ოჯახებთან, მაგალითად გოლეთიანების. როგორც ქრისტიანობა არ არის დაკავშირებული ილია მეორესთან, მეუფე სტეფანესთან თუ იაკობთან. გოლეთიანების ოჯახის უფროსი რომ მღვდელი ყოფილა და თან მეუფე სტეფანეს დაქვემდებარებული, მერე რა? აგერ მეც ვიყავი მღვდელი და მთლად ილია მეორეს დაქვემდებარებული”,– წერს კობახიძე.
მისივე თქმით, ჭყონდიდის ეპარქიაში გოლეთიანმა მეუფე სტეფანეს მხარი დაუჭირა, რაც “ნაძირლობაა”, თუმცა ამან ვერაფერი უნდა დააკლოს საპროტესტო მოძრაობას.
“საეკლესიო ნაძირლების მხარდაჭერა შეიძლება? მეუფე სტეფანეს მხარდაჭერა არის ნაძირლობა, თუ კონკრეტულად ვარლამ გოლეთიანი მიხვდება, რომ ნაძირლობა ჩაიდინა, ხომ კარგი, თუ არა და ამან ვერაფერი უნდა დააკლოს საპროტესო მოძრაობას. ასევე, გამოჩნდა რომ ჩვენი საზოგადოება უბრალოდ დაავადებულია რელიგიით. საერთოდ ქარიზმატულ ლოდერებს რომ არ ვეძიებდეთ სულ, რომ ვიპოვოთ და ეგრევე გავაფეტიშოთ კარგი იქნებოდა, ოღონდ ესეც მხოლოდ ჩემი პირადი აზრით, ცხადია”,– აცხადებს ბასილ კობახიძე. скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
levani 6 June 2021 21:09
kai rogor ar scxvenia, amis gamo ar momwons sxva saitebi rom landzgvebs deben
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019