» » აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდვების შესახებ მინისტრის განცხადება ვრცელდება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდვების შესახებ მინისტრის განცხადება ვრცელდება

17 April 2021, Saturday
3 944
0


აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდვების შესახებ მინისტრის განცხადება ვრცელდება



ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები მატულობს და მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა.
მინისტრის თქმით, წელსაც სააღდგომო დღესასწაულების აღნიშვნა მოკრძალებულად მოგვიწევს.
"რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულებს, დღეს ჯერ ადრე არის ამაზე საუბარი, ვინაიდან იცით, რომ ინფექცია მატულობს, მდგომარეობა არის საყურადღებო, თუმცა როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ჯერ ჩვენ არ გვაქვს ნახტომისებრი ზრდა, ასევე, ჩვენ ინტენსიურად მივმართავთ რეგიონებში ლოკალურ დონეზე ინფექციის მართვას და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს იქნება შედეგიანი, რაც თავიდან აგვაცილებს გლობალურ ჩაკეტვას, ვინაიდან ეს არ არის სახელმწიფოს მიზანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში მაქსიმალურად და რაც შეიძლება ხანგრძლივად იყოს შენარჩუნებული.
ჩვენ წელსაც მოგვიწევს აღდგომის დღესასწაულის მოკრძალებულად აღნიშნვნა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩაკეტვის გზას, ამ ეტაპზე, ჩვენ არ მივმართავთ და შევძლებთ ვმართოთ ინფექცია ისე, რომ არ დაგვჭირდეს გლობალური ჩაკეტვები," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019