„ქორწილის დღეს მეუღლე ავარიაში გარდაეცვალა, დაკრძალა და მას შემდეგ მონასტერშია“ – დედა სოსანას ტრაგიკული ისტორია

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელ-მონაზონი მამა ნექტარიოს მჭედლიძე ჭყონდიდის ეპარქიიდან მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ გარიცხულ დედაო სოსანასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ჩვენ შეგვიძლია ჩავქოლოთ, ვლანძღოთ, მიწასთან მოვასწროთ ადამიანი, რომელსაც ქორწილის დღეს მეუღლე ავარიაში გარდაეცვალა, მეუღლე დაკრძალა და მას შემდეგ მონასტერშია (დედაკაცი, რომელიც დიდი ტკივილით მივიდა ღმერთის სახლში, დღეს თუ მისი საქციელი არ მოგვწონს, მასზე ვილოცოთ თუ თავები ქრისტიანები გვგონია) ჩვენ შეგვიძლია დაუცველი ადამიანი დავჩაგროთ, ჩვენ შეგვიძლია ქრისტეს სახელით ვიყოთ მოძალადეები, ჩვენ შეგვიძლია ქრისტეს სახელით მოვკლათ, ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი ქვეყანა დავიცვათ, ჩვენ არ შეგვიძლია მიწა წყალი დავიცვათ, დღეს რიონის ხეობაში უნდა იყოს ერი, მაგრამ არაა. მოდი, ეს დაჩაგრული მონაზონი ვლანძღოთ, ეს ყოფილა ქრისტიანობა, სავლე გახდა წმიდა პავლე“, – წერს მამაო.
როგორც მან გვითხრა დედა სოსანა ბოლქვაძეს ერისკაცობაში იცნობდა. შეგახსენებთ, მონაზონი სოსანა, რომელიც მორჩილ ნინოსთან ერთად მიტროპოლიტმა სტეფანემ სინანულისთვის ცაგერში მდებარე მონასტერში გაამწესა, ამბობს, რომ პირადი ნივთების დაბრუნებას რამდენიმე დღეა ვერ ახერხებს. მონაზონი ლასურიაშის მონასტერში წასვლაზე უარს ამბობს, სადაც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა გაამწესა. ავტორი: თეა შონია

მსგავსი სიახლეები:
21 January 2021, Thursday
”დღეს ძალიან კარგი კაცი დაიღუპა, საკუთარი შვილის დაბადების დღეს, სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი…” – გიორგი კეკელიძე
21 January 2021, Thursday
”ჩვენ გავიმარჯვეთ! თეა წულუკიანი რუსეთთან ერთად დამარცხდა! ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტი!” – ნანუკა ჟორჟოლიანის სკანდალური განცხადება
14 November 2020, Saturday
ორსული გოგონა საშაურმესთან იდგა და ხალხს ეუბნებოდა თუ ვერ შეჭამთ არ გადაყაროთ, მშიერი ვარ და მომეცითო, ერთმა ბიჭმა ეს რომ გაიგო იცით რა გააკეთა? ამას არავინ არასდროს გააკეთებდა
15 September 2020, Tuesday
"შენ გვერდით ვერ ვიქნები ამ უმნიშვნელოვანეს დღეს...“ - გვანცა დარასელია მეუღლეს მიმართავს
კომენტარები: