» » 19 წელი შვილიშვილები და შვილები არ უნახავს, ძალიან ენატრებოდა… – ნახეთ ვინ არის ქართველი ემიგრანტი ქალი, რომელიც კოვიდით დაიღუპა

19 წელი შვილიშვილები და შვილები არ უნახავს, ძალიან ენატრებოდა… – ნახეთ ვინ არის ქართველი ემიგრანტი ქალი, რომელიც კოვიდით დაიღუპა

31 March 2021, Wednesday
2 552
0


19 წელი შვილიშვილები და შვილები არ უნახავს, ძალიან ენატრებოდა… – ნახეთ ვინ არის ქართველი ემიგრანტი ქალი, რომელიც კოვიდით დაიღუპა



საბერძნეთში კიდევ ერთი ემიგრანტი გარდაიცვალა, ის ემიგრაციაში 18 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მზია ჩხაიძე კორონავირუსმა იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას შოთო სიხარულიძე აქვეყნებს.
„გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში, ათენში მზია ჩხაიძე. 18 წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში და ენატრებოდა ოჯახი და საქართველო, არ ეღირსა მის მიწაზე ფეხის დადგმა. საბუთები არ ჰქონდა და არ უნახავს სამი შვილიშვილი (აქედან უფროსი 18 წლის).
კორონამ იმსხვერპლა, 12 დღე მართვით სუნთქვაზე აპარატზე იყო შეერთებული… სიცოცხლით სავსე, უკეთილშობილესი ქალბატონი, მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა, დასრულდა უცხო მიწაზე…
შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა, ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი, გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო. ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა.
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, – წერს შოთო სიხარულიძე.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019