» » რა შემთხვევაში გახდება საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო - გამყრელიძის განმარტება

რა შემთხვევაში გახდება საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო - გამყრელიძის განმარტება

29 March 2021, Monday
2 974
0


რა შემთხვევაში გახდება საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო - გამყრელიძის განმარტება



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით კორონავირუსზე აცრა საქართველოში სავალდებულო არ გახდება.
მისივე თქმით, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ვაქცინაცია აუცილებელია. 
ამირან გამყრელიძის განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს, ასევე ქირურგებს, ანესთეზიოლოგებს და ვეტერინარებს გარკვეული ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინების გაკეთების ვალდებულება აქვთ, თუმცა ზოგადად, ვაქცინაცია მთელს მსოფლიოში ნებაყოფლობითია.
„ზოგადად აცრა/იმუნიზაცია სავალდებულო, გარდა გამონაკლისი და გარკვეული ჯგუფებისა, მთელს მსოფლიოში არსად არ არის. იგივე ის კალენდარი, რაც ჩვენ გვაქვს არ არის სავალდებულო. ადამიანს ვერ დააძალებთ, თუ მას არ უნდა აცრა. ჩვენ გაქვს ეროვნული კალენდარი, როცა სახელმწიფო აფინანსებს აცრებს, მაგრამ ისიც არის რეკომენდებული და არა სავალდებულო.
სავალდებულო ვაქცინაცია ბევრჯერ იყო განხილული მათ შორის პარლამენტში იყო განხილვის საგანი, როდესაც ჩვენ ორი წლის წინ, წითელას ძლიერი ეპიდაფეთქება გვქონდა, მაშინ განიხილებოდა ეს. მაგრამ სავალდებულო არ გამხდარა.
კოვიდის ვაქცინა ახალია და კანონმდებლობით სავალდებულო არ გახდება. მაგრამ არის მთელი რიგი მეთოდები, რომელიც აიძულებს ადამიანებს, რომ აიცრან. მაგალითად ბევრმა ავიაკომპანიამ გამოაცხადა, რომ არ გაყიდის ბილეთებს თუ ადამიანი ორჯერ არ არის აცრილი.
ჩვენც ვმუშაობთ გარკვეულ წამახალისებელ პაკეტებზე. შესაძლებელია, რომ კომპანიებმა, მაგალითად სასტუმროებმა გახადონ სავალდებულო ვაქცინაცია თავიანთ ქსელებში. ბუნებრივია, ტურისტი უფრო მშვიდად წავა და დაისვენებს ასეთ სასტუმროში, სადაც ეცოდინება, რომ მთელი პერსონალი აცრილია. მსგავსი იდეა ბევრი გავქვს და განვიხილავთ ამას საკოორდინაციო საბჭოზე“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019