» » გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

29 March 2021, Monday
2 380
0


გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს



გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ report.ge-ს ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, წულაია მოძრაობისას წაიქცა.
„მოძრაობის დროს წაიქცა, ძალიან დასუსტებულია. უკვე 10 დღეა შიმშილობს, 15 კილო აქვს დაკლებული. არც მედიკამენტებს იღებს. ხელის კიდურები აქვს გაშავებული, რაც სახიფათოა“, – განუცხადა report.ge-ს გელბახიანმა.
ცნობისთვის, 17 მარტს, გოგი წულაია, ნაქირავებ ბინაში, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნულ საქმეში დაზარალებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც წულაიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
წულაიამ პროტესტის ნიშნად დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.
18 მარტს, პროკურატურამ გოგი წულაიასბრალდება წარუდგინა.
19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019