» » მოიხსნება თუ არა "კომენდანტის საათი" - გამყრელიძის განცხადება

მოიხსნება თუ არა "კომენდანტის საათი" - გამყრელიძის განცხადება

24 March 2021, Wednesday
3 434
0


მოიხსნება თუ არა "კომენდანტის საათი" - გამყრელიძის განცხადება



"კომენდანტის საათს"  ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა აქვს სიტუაციის მართვაზე. ამიტომ, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთი კვირა, 10 დღე დავაკვირდეთ ეპიდვითარებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, ამ ვადის გასვლის შემდეგ, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს მოიხსნას თუ არა "კომენდანტის საათი".
"კომენდანტის საათთან" დაკავშირებით იყო რამდენიმეჯერ მსჯელობა და საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია არის, რომ ყველაფერი მოხდეს თანდათანობით. მოგეხსენებათ, "კომენდანტის საათს" აქვს ერთ-ერთი დიდი გავლენა სიტუაციის მართვაში. ამიტომ, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთი კვირა, 10 დღე დავაკვირდეთ და მერე მიიღებს საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას", - განაცხადა გამყრელიძე.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019