» » ნახეთ რა განცხადებას აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი

ნახეთ რა განცხადებას აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი

18 February 2021, Thursday
1 226
0


ნახეთ რა განცხადებას აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი



ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგსა და წონასწორობას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელოს ფუნქციონირება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„დღეს ჩვენთვის არის ემოციური დღე. მიუხედავად ამისა, გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თავმჯდომარეს და გუნდს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დასახელებისთვის. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევაა - კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ყველანი ვართ მოწადინებულები. ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგსა და წონასწორობას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელოს ფუნქციონირება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019