» » “შვილთან ერთად სტუმრად იყო ძმასთან…” – გარდაცვლილის ვინაობა ახლახანს გახდა ცნობილი

“შვილთან ერთად სტუმრად იყო ძმასთან…” – გარდაცვლილის ვინაობა ახლახანს გახდა ცნობილი

22 January 2021, Friday
4 332
0


“შვილთან ერთად სტუმრად იყო ძმასთან…” – გარდაცვლილის ვინაობა ახლახანს გახდა ცნობილი



ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული მამაკაცი შვილთან ერთად ზემო ნატანებში ძმის ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობა ძმის ოჯახში მოხდა.
„პრაიმტაიმს“ მერის წარმომადგენელმა ნატენებში, თამაზ ტუღუშმა განუცხადა, რომ გარდაცვლილი ა. ფალავანდიშვილი. ის წარმოშობით ზემო ნატანებიდანაა, ისე კი თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
„როგორც ვიცი, გარდაცვლილი მამაკაცი ოჯახთან ერთად წლებია თბილისში ცხოვრობს, ისე ზემო ნატანებიდანაა წარმოშობით, ძმასთან იყო ჩასული სტუმრად, შვილიც ახლდა თან. მიწის ნაკვეთიც აქვთ ნატანებში. მეტი დეტალები თუ რა მოხდა ჯერ მეც არ ვიცი“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ ტუღუშმა.
შეგახსენებთ, 21 იანვარს, საღამოს, 55 წლამდე მამაკაცი ზემო ნატანებში, სახლში გარდაცვლილი ნახეს. მას ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019