» » ”ვირუსი ძალას კარგავს, ძალიან მაგარი ზაფხული გვექნება, გაიხსენებთ ჩემ სიტყვებს, სულ მალე დამთავრდება…” – გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ამბავს ავრცელებს…

”ვირუსი ძალას კარგავს, ძალიან მაგარი ზაფხული გვექნება, გაიხსენებთ ჩემ სიტყვებს, სულ მალე დამთავრდება…” – გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ამბავს ავრცელებს…

08 January 2021, Friday
8 263
0


”ვირუსი ძალას კარგავს, ძალიან მაგარი ზაფხული გვექნება, გაიხსენებთ ჩემ სიტყვებს, სულ მალე დამთავრდება…” – გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ამბავს ავრცელებს…



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსთან დაკავშირებით დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს. „ეს მუტაციები, რომელიც ხდება პრინციპში კარგია, რადგან ვირუსი კარგავს ძალას და ფაქტობრივად, არც ისე დამაზიანებელი ხდება. ისეთი აგრესიული არ არის, რაც ძალიან კარგი ამბავია…

ყოველი დღე იხვეწება, ვაქცინისა და წამლების კუთხით. მე ხშირად ვლაპარაკობდი რეინფიცირებაზე, მაგრამ კარგი ამბავია ისიც, რომ მეორეჯერ ადამიანს უფრო მსუბუქად გადააქვს,“ – აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. მისივე თქმით, ახალი შტამი საყურადღებოა, თუმცა საშიში არაა. ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი მიიჩნევს, რომ ზაფხულში ვირუსი იქნება, მაგრამ არა ძლიერი. „ზაფხული გვექნება ძალიან კარგი. მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება. გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს. მაისამდე რამენაირად გავძლოთ. ზაფხულში ვირუსი იქნება, მაგრამ არ იქნება ძლიერი. იმედია, ამ მუტაციის შედეგად სექტემბერში უკვე დავამთავრებთ ამ კოვიდის თემას. ყველანი დავიღალეთ. მაგრამ სიფრთხილე მაინც გვინდა. კიდევ ერთხელ ვამბობ – ახალგაზრდებში 90%-ში საერთოდ არაფერი არ აწუხებთ, მაგრამ არიან კოვიდიანები. ასეთი რაღაცებიც ხდება. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამიტომ არის საჭირო პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია. გთხოვთ, იყავით პოზიტიურები, იფიქრეთ კარგ ამბებზე, რადგან ნეგატივი ადამიანს ღუპავს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019