» » "ჩვენი ღიმილიანი იოანე გაფრინდა..." - ახლობლები პატარა იოანეს ემშვიდობებიან, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა

"ჩვენი ღიმილიანი იოანე გაფრინდა..." - ახლობლები პატარა იოანეს ემშვიდობებიან, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა

28 December 2020, Monday
3 147
0


"ჩვენი ღიმილიანი იოანე გაფრინდა..." - ახლობლები პატარა იოანეს ემშვიდობებიან, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა



"ჩვენი ღიმილიანი იოანე გაფრინდა...
მადლობა ყველა თქვენგანს მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის, თითოეული გალამაზებული დღისთვის. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენმა ბიჭმა უამრავი სასიამოვნო ემოცია დაიგროვა ბოლო ორი წლის განმავლობაში და ჩვენც დაგვიტოვა სითბოთი და სიყვარულით სავსე მოგონებები", - წერს ფეისბუქგვერდი "იოანესთვის", რომელიც პატარა იოანე კოხრეიძის მხარდასაჭერად შეიქმნა.

ამ ღიმილიან ბიჭზე ჩვენც ვწერდით - მას ორი წლის წინ თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე - დიფუზიური გლიომა დაუდგინდა. ძალიან ბევრი ადამიანი გაერთიანდა მის დასახმარებლად, მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც კი შეიძლებოდა, მის გადასარჩენად, მისი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, თუმცა სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე იყო დიაგნოზი... 

ჩვენი რედაქცია იზიარებს ოჯახის უდიდეს ტკივილს და ვუსამძიმრებთ...скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019