» » უმძიმესი ტრაგედია ქუთაისში – დღეს დილით 2 ახალგაზრდა ექიმი მოულოდნელად გარდაიცვალა (ფოტო)

უმძიმესი ტრაგედია ქუთაისში – დღეს დილით 2 ახალგაზრდა ექიმი მოულოდნელად გარდაიცვალა (ფოტო)

14 December 2020, Monday
2 921
0


უმძიმესი ტრაგედია ქუთაისში – დღეს დილით 2 ახალგაზრდა ექიმი მოულოდნელად გარდაიცვალა  (ფოტო)



ქუთაისში კორონავირუსით მეან-გინეკოლოგი რუსუდან ჯიქია და ექიმი ქეთევან ჩირგაძე გარდაიცვალნენ.სოციალურ ქსელებში ექიმების გარდაცვალებას მათი პაციენტები და მეგობრები სტატუსებით ეხმაურებიან:
„გლოვის ზარია რუსუდან ჯიქიას ოჯახში, ახალ N2 სამშობიარო სახლსა და ქუთაისში. მრავალდღიანი ბრძოლის შემდეგ ვერაგმა ვირუსმა კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე შეიწირა. რუსუდანი ყველაზე გვიან დაავადდა კოვიდით, მაგრამ ვირუსი მასზე ძლიერი აღმოჩნდა“
„ჩვენი დიდი მეგობრობის და სიყვარულის აღსანიშნავად მთელი ცხოვრება ჩვენს გვერდით იქნები..ასეთი დაუნდობელია ცხოვრება კეთილი და საუკეთესო ადამიანებისთვის და არც შენ იყავი გამონაკლისი.. ამ წლის საშინელი დასასრული რომელიც გაგრძელდება დიდხანს ჩვენს გულებში.. მიყვარხარ ჩემო ბუთქუნა კარგო ქალო, არაჩვეულებრივო დედა! შენი ვარსლვლავი სულ ინათებს ცაზე…“
„ჩემო უთბილესო ადამიანო როგორ მტკივა და მიმძიმს ამ რეალობის დაჯერება. ღმერთმა ნათელი დაგიმკვიდროს სასუფეველში! ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, შენ ჩემი ნათლია ხარ და მუდამ იქნები ჩემს გულში და ლოცვებში! მშვიდად განისვენე საყვარელო“
„რუსიკო ექიმო,როგორ მჯეროდა რომ ამ ვირუსს დაამარცხებდით, მემახსოვრებით როგორც თბილი ,კეთილი და საოცრად კარგი ადამიანი“
„ძალიან ძნელია სანუგეშო სიტყვები უთხრა მის ასაკოვან დედას, ქალბატონ ნაილის, მეუღლეს, ბატონ დათო მურღულიას, რუსოს მზეს და მთვარეს, სიცოცხლის აზრს ქალიშვილს, თიკო მურღულიას, მეგობრებსა და ნათესავებს,“ – აცხადებენ ქუთაისის „ახალ N2 სამშობიარო სახლში“. – წერენ ისინი.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019