» » ”ყველაფერს გატყუებენ დედიკო, ყურადღებას არავინ მაქცევსო მეუბნებოდა…” – ნახეთ რას ამბობს დედა თავისი მშობიარე შვილის გარდაცვალებაზე

”ყველაფერს გატყუებენ დედიკო, ყურადღებას არავინ მაქცევსო მეუბნებოდა…” – ნახეთ რას ამბობს დედა თავისი მშობიარე შვილის გარდაცვალებაზე

04 December 2020, Friday
1 852
0


”ყველაფერს გატყუებენ დედიკო, ყურადღებას არავინ მაქცევსო მეუბნებოდა…” – ნახეთ რას ამბობს დედა თავისი მშობიარე შვილის გარდაცვალებაზე



გუშინ ბათუმში კლინიკა „მედინაში“ გარდაცვლილი 31 წლის მელოგინე რუსუდან კოკობინაძის ოჯახი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად დაგვიანებულ მკურნალობას ასახელებს და ბათუმის სამშობიარო სახლს ადანაშაულებს. როგორც გარდაცვლილის დედა გულნაზი დოლიძე აცხადებს, მის შვილს 19 ნოემბერს დაუდასტურდა კორონავირუსი და მეორე დღეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის სამშობიარო სახლში გადაიყვანა.
„აიღო ტესტი, დაუდასტურდა კორონავირუსი და გადავიყვანეთ ბათუმის სამშობიარო სახლში. სასწრაფომ გადაიყვანა. მაგრამ მე ვთვლი, რომ იქ, ბათუმის სამშობიარო სახლში, დაუგვიანეს მკურნლობა. იმიტომ, რომ ერთი კვირა იქ იწვა, ოფლში იწურებოდა თურმე ბავშვი, ფეხზე ვერ დგებოდა, სიცხეები ჰქონდა, ყელი უკვე გადაეკეტა, რატომ არც ერთმა ექიმმა არ მოიკითხა, ან უფროსმა, ან დირექტორმა, რატომ?
მე იმავე დღეს მქონდა დირექტორთან შეხვედრა და საუბარი, კარგად არის, ხვალ უფრო წინსვლა გვექნებაო, მეუბნებოდა. ბატონ ლადო მგალობლიშვილს (აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი) ვთხოვე დახმარება, დავარეკინე დირექტორთან, რადგან მირეკავდა ბავშვი, ძალიან უყურადღებოდ ვარო. დაურეკა ლადომ ნუგზარის, (პაპავა, სამშობიაროს დირექტორი). დირექტორს ძალიან ბევრჯერ მივმართეთ.
მეუბნებოდა ჩემი შვილი, არა დედიკო, გატყუებენ დედიკო, ერთხელ არ შემოდიან, ღამით ექთანი ერთხელაც არ შემოდისო მითხრა. ნუგზარს რომ დავურეკე, დღეს გადავიყვანოთ, სასწრაფო გამოიძახე და კატეზე გადავიყვანოთ სასწრფოდ მეთქი, კატეს მკურნალობით მიდის ქალბატონოო. უკეთესობა არის და ხვალ კიდე უკეთესობა იქნებაო.
უნგიაძეც მათ ადანაშაულებს, ( ჯუმბერ უნგიაძე, „მედინას კლინიკური დირექტორი) ბევრჯერ შემხვდა და მითხრა, თქვენი შვილის მკურნალობა დააგვიანა იმ სამშობიარომო“- აცხადებს გულნაზ დოლიძე.
შეგახსენებთ, ბათუში გუშინ გარდაცვლილი 31 წლის პაციენტი თავდაპირველად ბათუმის სამშობიაროში მოათავსეს კორონავირუსის დიაგნოზით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, 25 ნოემბერს საკეისრო კვეთა ჩაუტარეს და 27 ნოემბერს კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს, სადაც გუშინ გარდაიცვალა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ინფორმაციით, პაციენტს ფილტვის 23 ქულიანი დაზიანება ჰქონდა.
ახალშობილი თავს კარგად გრძნობს და ის უკვე სახლში იმყოფება.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019