» » "პროფესორს ვუთხარი: თუ საჭიროა კიდურებიც მომკვეთეთ, ჩემს შვილებს დედა სჭირდებათ-მეთქი" - 33 წლის ქალის საოცარი ისტორია, რომელმაც მე-3 სტადიის სიმსივნე დაამარცხა

"პროფესორს ვუთხარი: თუ საჭიროა კიდურებიც მომკვეთეთ, ჩემს შვილებს დედა სჭირდებათ-მეთქი" - 33 წლის ქალის საოცარი ისტორია, რომელმაც მე-3 სტადიის სიმსივნე დაამარცხა

13 September 2019, Friday
2 132
0


"პროფესორს ვუთხარი: თუ საჭიროა კიდურებიც მომკვეთეთ, ჩემს შვილებს დედა სჭირდებათ-მეთქი" - 33 წლის ქალის საოცარი ისტორია, რომელმაც მე-3 სტადიის სიმსივნე დაამარცხა



მა­რი­ამ სიბ­რი­ლა­ძემ 16 წელი იტა­ლი­ა­ში იცხოვ­რა, ის­წავ­ლა, და­ო­ჯახ­და და შვი­ლე­ბი გა­ა­ჩი­ნა. მისი ის­ტო­რია მო­სას­მე­ნად ძა­ლი­ან მძი­მეა, მაგ­რამ დღეს ის უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია მე­სა­მე სტა­დი­ის სიმ­სივ­ნე­ზე, რო­მე­ლიც წლე­ბის ბრძო­ლის შემ­დეგ და­ა­მარ­ცხა და ახლა სხვე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად იბ­რძვის...
AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ორი შვი­ლის დედა თა­ვის მძი­მე, თუმ­ცა იმე­დის­მომ­ცემ ის­ტო­რი­ას გუ­ლახ­დი­ლად ყვე­ბა:
- მა­რი­ამ შე­გიძ­ლია გა­იხ­სე­ნოთ ის დღე, რო­დე­საც გა­ი­გეთ რომ სიმ­სივ­ნე გაქვთ, ემო­ცია რო­გო­რი იყო, პირ­ვე­ლად ვის და­უ­რე­კეთ, რა გა­და­ა­ფა­სეთ...

- წარ­მოდ­გე­ნა­შიც კი არ მქონ­და ოდეს­მე მსგავ­სი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დავ­დგე­ბო­დი... ერთ დღეს ბავ­შვებ­თან თა­მა­შის დროს, პა­ტა­რამ ფეხი ჩა­მარ­ტყა და მარ­ჯვე­ნა მკერ­დი გა­მი­წით­ლდა, გა­მი­მაგრდა და მტკი­ო­და. ტრავ­მას და­ვაბ­რა­ლე და ვფიქ­რობ­დი, რომ გა­ივ­ლი­და.



პი­რი­ქით მოხ­და, რაც დრო გა­დი­ო­და, მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო და უფრო დამ­ძიმ­და, და­მე­წყო სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი და გა­დავ­წყვი­ტე მა­მო­ლოგ­თან მის­ვლა.
თბი­ლი­სი­დან დავ­რე­კე ძუ­ძუს კი­ბოს კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტში, რომ­ში, პრო­ფე­სორ რი­კარ­დო მა­სე­ტის­თან, ად­გი­ლე­ბი იმ­დე­ნად შე­ზღუ­დუ­ლი იყო, ივ­ნი­სი­დან ნო­ემ­ბრამ­დე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო პრო­ფე­სო­რის ნახ­ვა. ბო­ლოს გა­ვუგ­ზავ­ნე წე­რი­ლი და ფო­ტო­ე­ბი, დაწ­ვრი­ლე­ბით ავუხ­სე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა. მე­ო­რე დღეს­ვე და­მი­კავ­შირ­დნენ კლი­ნი­კი­დან და სას­წრა­ფოდ ჩა­ნიშ­ნეს ვი­ზი­ტი. სწო­რედ მა­შინ მივ­ხვდი, რომ კარ­გი არა­ფე­რი ხდე­ბო­და ჩემს თავს...
დი­აგ­ნო­ზი 2018 წლის 19 ივ­ლისს და­მის­ვეს - სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის ინ­ვა­ზი­უ­რი კარ­ცი­ნო­მა, მე­სა­მე ცე სტა­დია. რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შემ­დეგ 32 ლიმ­ფუ­რი მე­ტას­ტა­ზი და­ფიქ­სირ­და, მდგო­მა­რე­ო­ბა იყო უმ­ძი­მე­სი... დი­აგ­ნო­ზის დღეს ჩემ­თან ერ­თად იყო ჩემი მე­გობ­რის დედა, არ ვიცი რო­გო­რი შეშ­ლი­ლი სა­ხით გა­მო­ვე­დი ექი­მის ოთა­ხი­დან, რა გა­ვა­კე­თე, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი მახ­სოვს. იმ­დე­ნად ვი­ყა­ვი გა­თი­შუ­ლი ავ­ტო­ბან­ზე 10-12 კი­ლო­მეტ­რი ფე­ხით ვი­ა­რე. ვტი­რო­დი, ვი­ცი­ნო­დი, სრუ­ლი შოკი მქონ­და...
- რო­გორ აღ­მოჩ­ნდით იტა­ლი­ა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად და მკურ­ნა­ლო­ბის ეტა­პე­ბი რომ გა­იხ­სე­ნოთ.
- იტა­ლი­ას­თან მა­კავ­ში­რებს 16 წელი. სტუ­დენ­ტო­ბა, სამ­სა­ხუ­რი, აქ და­ი­ბად­ნენ ჩემი შვი­ლე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რომს უკავ­შირ­დე­ბა. როცა უკვე გა­დავ­წყვი­ტე სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, სწო­რედ მა­შინ გავ­ხდი ავად, ამი­ტომ მო­მი­წია იტა­ლი­ა­ში გა­მომ­გზავ­რე­ბა და სხვა ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა ისევ ამ ქვე­ყა­ნა­ში.
სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თა­ვი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მაა, მე ვი­ტყო­დი, რომ სა­ერ­თოდ არ გვაქვს. იტა­ლია არის ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა, რომ­ლის რე­სურ­სის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სწო­რედ ჯან­დაც­ვას და ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის უსაფრ­თხო­ე­ბას ხმარ­დე­ბა. მე რო­გორც ლე­გა­ლუ­რად მო­ბი­ნად­რეს, მაქვს სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს დი­აგ­ნოს­ტი­კას, მე­დი­კა­მენ­ტებს, მკურ­ნა­ლო­ბის სრულ პა­კეტს და ოპე­რა­ცი­ებს, მათ შო­რის პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­საც. ერ­თა­დერ­თი, რა­შიც თან­ხის გა­დახ­და მჭირ­დე­ბა, პრო­ფე­სორ­თან ვი­ზი­ტე­ბია.
მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მქონ­და ყვე­ლა პი­რო­ბა, რომ თავი კომ­ფორ­ტუ­ლად მეგ­რძნო. სა­ო­ცა­რი გუნ­დი დამ­ხვდა, ფსი­ქო­ლო­გე­ბის, თე­რა­პევ­ტე­ბის, ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბის, ექთ­ნე­ბის, ქი­რურ­გე­ბის... ისი­ნი არ მი­ყუ­რებ­დნენ რო­გორც მო­მაკ­ვდავს, მათ­თვის ვი­ყა­ვი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­გორც ყვე­ლა სხვა და ცდი­ლობ­დნენ თავი კარ­გად მეგ­რძნო.
ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას ყო­ველ მეშ­ვი­დე დღეს ვი­კე­თებ­დი, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ი­დან სამ­სა­ხურ­ში გავ­რბო­დი, იქე­დან მე­გობ­რებ­თან მივ­დი­ო­დი, ვაგ­რძე­ლებ­დი ცხოვ­რე­ბას, ისე რო­გორც მა­ნამ­დე, ვცდი­ლობ­დი რაც შე­იძ­ლე­ბა ცოტა დრო დამ­რჩე­ნო­და ფიქ­რის­თვის
დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, კარ­გად არ მახ­სოვს რა ხდე­ბო­და, იმ­დე­ნად ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბას ვცდი­ლობ­დი ერ­თდრო­უ­ლად, დრო არა­სო­დეს არ იყო საკ­მა­რი­სი. ვი­ცო­დი რომ გა­დავ­რჩე­ბო­დი, მჯე­რო­და, არ მი­ფიქ­რია არც სიკ­ვდილ­ზე და არც ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის უბ­რა­ლოდ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი მქონ­და - სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა და ეს, მი­უ­ხე­და­ვად ავად­მყო­ფო­ბის სირ­თუ­ლი­სა და სტა­დი­ი­სა, ერთ წელ­ში შევ­ძე­ლი!
- ბრძო­ლის პრო­ცეს­ში ხში­რად წერ­დით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ზო­გის­თვის და­უ­ჯე­რებ­ლად ჟღერ­და, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნა, გა­მოპ­რან­ჭუ­ლი და მა­კი­ა­ჟით, ქი­მი­ის გა­სა­კე­თებ­ლად შე­დი­ო­და პა­ლა­ტა­ში...
- ჩემს ავად­მყო­ფო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი და­ვი­წყე პირ­ველ­სა­ვე დღეს. და­ვუ­რე­კე მე­გობ­რებს და გა­მო­ვუ­ცხა­დე, რომ კიბო მქონ­და. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იყო დე­დას­თან ამა­ზე სა­უ­ბა­რი, ვე­ცა­დე რაც შე­იძ­ლე­ბა ფრთხი­ლად მი­მე­წო­დე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია. არ მინ­დო­და ამ ამ­ბის და­მალ­ვა, არც სა­კუ­თარ ნა­ჭუჭ­ში ჩა­კეტ­ვა, მინ­დო­და რომ ღიად მე­სა­უბ­რა ამა­ზე ყვე­ლას­თან და ყველ­გან, სა­დაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცე­მო­და და ეს იყო ძა­ლი­ან კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რად­გან და­მეხ­მა­რა მე და ჩემს ირ­გვლივ ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს.
დი­აგ­ნო­ზის მო­ლო­დინ­ში ერთი ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოს, მარი ბო­ბო­ხი­ას ინ­ტერ­ვიუ ვნა­ხე, რო­მელ­მაც ჩემ­ზე ადრე ებ­რძო­ლა ამ ავად­მყო­ფო­ბას და გა­დარ­ჩა. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­ჯერ მა­ინც ვის­მენ­დი მის ამ­ბავს და იმ­ხე­ლა ძალა მომ­ცა, იმ­ხე­ლა ბრძო­ლის უნა­რი, რომ ვი­ცო­დი მა­გა­ლი­თი მის­გან უნდა ამე­ღო და სხვებს ისე დავ­ხმა­რე­ბო­დი, რო­გორც მე ეს სა­ო­ცა­რი გოგო და­მეხ­მა­რა.
ამი­ტომ და­ვი­წყე აქ­ტი­უ­რად წერა და კო­მუ­ნი­კა­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით. რა­საც ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, მწერ­და ყვე­ლა, მათ შო­რის პა­ცი­ენ­ტე­ბი, მე­კი­თხე­ბოდ­ნენ რჩე­ვებს, მი­ზი­ა­რებ­დნენ თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბას... ბევ­რი მათ­გა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზეც და­ვი­თან­ხმე და დღეს კარ­გად არი­ან. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა მოვ­ლი­ლი და გაპ­რან­ჭუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რთუ­ლია ძა­ლი­ან, რად­გან მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი სრუ­ლი­ად გცვლის და გაც­ლის სა­კუ­თარ სა­ხეს...
მა­რი­ამ სირ­ბი­ლა­ძე ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის ბოლო პე­რი­ოდ­ში
რამ­დე­ნი­მე გა­დას­ხმის შემ­დეგ, როცა ავად­მყო­ფო­ბამ უკან და­ხე­ვა და­ი­წყო, ქი­მი­ოპ­რე­პა­რა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ზარ­დეს, პირ­ვე­ლი­ვე საც­დე­ლი გა­დას­ხმის შემ­დეგ, მე­ო­რე დი­ლით დავ­კარ­გე თმის 70% და წარბ-წამ­წა­მი, ერთ ღა­მე­ში სას­წო­რი 10 კი­ლო­თი მეტს მაჩ­ვე­ნებ­და, სარ­კე­ში სა­კუ­თარ თავს ვე­ღარ ვხე­დავ­დი, მაგ­რამ მახ­სოვს, ზუს­ტად იმ დი­ლით, მა­კი­ა­ჟი გა­ვი­კე­თე და გა­რეთ გა­ვე­დი, ვი­თომც არა­ფე­რი. არ ვიცი სა­ი­დან მო­დი­ო­და ამ­ხე­ლა ძალა, ალ­ბათ იყო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე, ვინც ჩემ­ში იმედს ხე­დავ­და...
- თქვე­ნი ორი შვი­ლი რო­გორ შეხ­ვდა თქვენს ავად­მყო­ფო­ბას?
- ბავ­შვებ­მა იცი­ან რომ დედა ავად იყო, რომ სწო­რედ ამ მი­ზე­ზის გამო ვართ შორს ერ­თმა­ნე­თის­გან და მე­ლო­დე­ბი­ან ყო­ველ­დღე. პა­ტა­რე­ბი არი­ან და ბო­ლომ­დე ვერ გა­ი­აზ­რეს რო­გო­რი სირ­თუ­ლის ამ­ბავ­თან გვქონ­და შე­ხე­ბა. ვფიქ­რობ რომ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რად­გან მარ­თლა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მედ­გა გვერ­დით, ზოგი შო­რი­დან, ზოგი ახ­ლო­დან. თე­რა­პი­ებ­ზე ჩემი მე­გო­ბა­რი ანი ჩხო­ლა­რია დამ­ყვე­ბო­და, ყო­ველ­თვის ჩემს გვერ­დით იყო, ვხუმ­რობ­დით, ათას სი­სუ­ლე­ლეს ვა­კე­თებ­დით, რის­თვი­საც დიდი მად­ლო­ბა მას!
მარ­ტო ვცხოვ­რობ­დი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად მარ­ტო არ ვყო­ფილ­ვარ - მამ­ხნე­ვებ­დნენ სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მათი წე­რი­ლე­ბი და თა­ნად­გო­მა. ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, რო­მელ­მაც მთლი­ა­ნად აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ბავ­შვებ­ზე და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ მათ უჩე­მო­ბა ნაკ­ლე­ბად ეგ­რძნოთ. მად­ლო­ბა დე­და­ჩემს და ჩვენს ოჯახს მო­რა­ლუ­რი და ფი­ნან­სუ­რი უდი­დე­სი რე­სურ­სის მო­წო­დე­ბის­თვის, იმის­თვის რომ არ მა­ნერ­ვი­უ­ლეს და ძა­ლი­ან ყო­ჩა­ღად გა­უძ­ლეს ჩემ­თან ერ­თად იმას, რაც გა­და­ვი­ტა­ნეთ.
მა­რი­ამ სირ­ბი­ლა­ძე იტა­ლი­ელ ექი­მებ­თან ერ­თად
- ბრძო­ლის პრო­ცეს­ში კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობ­დით, რო­გორ ახერ­ხებ­დით პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას
- მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში სამ­სა­ხუ­რი ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. ეს იყო მთა­ვა­რი ძალა რომ მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. პა­ცი­ენ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბა, მათი მოს­მე­ნა გავ­სებს და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ით, მაგ­რამ როცა ხე­დავ, რომ შენს შრო­მას აქვს სა­სი­ცო­ცხლო შე­დე­გი, უბ­რა­ლოდ არ იღ­ლე­ბი. ვმუ­შა­ობ­დი მუდ­მი­ვად, კლი­ნი­კა­ში და სახ­ლი­და­ნაც. ეს იყო მთა­ვა­რი წყა­რო ფი­ნან­სუ­რიც და მო­რა­ლუ­რიც. პა­ცი­ენტს შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით ვურ­ჩევ, რომ არ ჩა­მორ­ჩნენ ჩვე­ულ რუ­ტი­ნას, იქ­ნე­ბა ეს სამ­სა­ხუ­რი თუ სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი.
სამ­წუ­ხა­ოდ კიბო არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ვე­რა­გი პა­თო­ლო­გია. ის კლავს ადა­მი­ა­ნებს დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის და არას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ამი­ტომ ვურ­ჩევ ყვე­ლას, მუდ­მი­ვად აკონ­ტრო­ლონ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა! მო­უს­მი­ნონ სა­კუ­თარ სხე­ულს, შე­ის­წავ­ლონ, და­აკ­ვირ­დნენ.
ორ­გა­ნიზ­მი ყო­ველ­თვის გვაძ­ლევს სა­გან­გა­შო სიგ­ნალს, ამი­ტომ და­უშ­ვე­ბე­ლია უყუ­რა­დღე­ბო­ბა, რო­მელ­საც ხში­რად გა­მო­უს­წო­რე­ბელ შე­დე­გე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ
უკან დაბ­რუ­ნე­ბა რომ შე­მეძ­ლოს, მე­ტად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ვიქ­ნე­ბო­დი სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ და მეტ დროს და­ვუთ­მობ­დი ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას. ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ათა­სო­ბით პა­ცი­ენ­ტის­თვის მო­მოს­მე­ნია, ზოგი მათ­გა­ნი სამ­წუ­ხა­როდ აღარ არის ჩვენს გვერ­დით, სწო­რედ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უა­რის თქმის გამო, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის მი­ზე­ზით და ასე შემ­დეგ...
ზოგ­მა ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის დახ­მა­რე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა­ზე თქვა უარი და ბა­ლა­ხე­ბით და სხვა გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით და­ი­წყო თვით­მკურ­ნა­ლო­ბა, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი სამ­წუ­ხა­როდ ყვე­ლა სიკ­ვდი­ლით დას­რულ­და... ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ვუ­ჯე­როთ მკურ­ნალ ექიმს, დღე­ი­სათ­ვის კი­ბოს­თან ბრძო­ლის ერ­თა­დერ­თი ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, ქი­მი­ო­თე­რა­პი­აა. არ არ­სე­ბობს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და როცა საქ­მე სი­ცო­ცხლეს ეხე­ბა, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის არც დრო და არც ად­გი­ლი არ არის.
- ოდეს­მე გა­დაღ­ლი­ლო­ბის­გან და ტკი­ვი­ლის­გან ბრძო­ლის სურ­ვი­ლი და­გი­კარ­გავთ?
- ბრძო­ლის უშ­რე­ტი სურ­ვი­ლი იყო, ის რა­მაც გა­და­მარ­ჩი­ნა. ერთი წა­მით არ მი­ფიქ­რია უკან და­მე­ხია. ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი, მთა­ვა­რი იყო მე­ცო­ცხლა! მახ­სოვს დი­აგ­ნო­ზი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, პრო­ფე­სო­რის კა­ბი­ნე­ტის კარი შე­ვა­ღე და გა­მო­ვუ­ცხა­დე, მზად ვარ ორი­ვე მკერ­დის მას­ტექ­ტო­მი­ის­თვის, თუ სა­ჭი­როა კი­დუ­რე­ბიც მომ­კვე­თეთ, ჩემი შვი­ლე­ბი პა­ტა­რე­ბი არი­ან და კი­დევ სჭირ­დე­ბათ დე­და­მეთ­ქი!
მად­ლო­ბა ღმერ­თს არც ერთი ძუ­ძუს მოკ­ვე­თა არ დამ­ჭირ­და, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვი­ყა­ვი. მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში დაღ­ლას ვერ ვგრძნობ­დი, დაღ­ლას ვგრძნობ ახლა, როცა ყვე­ლა­ფე­რი უკან დარ­ჩა, ვზი­ვარ და ვფიქ­რობ, რო­გორ გა­ვუ­ძე­ლი ამ ყვე­ლა­ფერს და ვერ ვიხ­სე­ნებ მო­მენტს, როცა ბრძო­ლის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა მინ­დო­და, მიდ­მი­ვად ვმუ­შა­ობ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე, ვერც სირ­თუ­ლეს ვგრძნობ­დი, რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, არ შე­იძ­ლე­ბო­და კარ­გად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ არ მიგ­რძნია.
- მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლოს ეს­ტუმ­რეთ...
- გა­სუ­ლი წლის 24 დე­კემ­ბერს მოვ­რჩი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის სრულ კურსს და 27 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი - 37 კი­ლოგ­რა­მით მეტი, წარ­ბე­ბის და წამ­წა­მე­ბის გა­რე­შე, უთმო, სრუ­ლი­ად შეც­ვლი­ლი სხე­უ­ლით და სა­ხის ნაკ­ვთე­ბით... ზოგ­მა ვერც კი მიც­ნო, მაგ­რამ იმ­დე­ნად ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი ჩემს შვი­ლებ­თან, ოჯახ­თან და მე­გობ­რებ­თან ყოფ­ნით, რომ და­ნარ­ჩენ­მა ყვე­ლა­ფერ­მა მნიშ­ვნე­ლო­ბა და­კარ­გა...
- ახლა ჩარ­თუ­ლი ხართ სპე­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტში, რო­მე­ლიც ძუ­ძუს კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას ეხე­ბა. რას გვე­ტყვით ამა­ზე?
- ჩემი მკურ­ნა­ლი ექი­მი რი­კარ­დო მა­სე­ტი არის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი იტა­ლი­ა­ში, მე რო­გორც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი პა­ცი­ენ­ტი, მი­სი­ვე შე­მო­თა­ვა­ზე­ბით ჩა­ვერ­თე გუნდში. ვფიქ­რობ, რომ "სუ­სან ჯეი ქო­მე­ნის" ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­შიც ჩა­მო­ვა, ეს არის უდი­დე­სი და უმ­ნიშ­ვნელ­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, მჯე­რა ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა.
დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს ევ­რო­პა დონა სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ანა მა­ზა­ნიშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, მეც მისი გუნ­დის წევ­რი ვარ და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. გვაქვს უა­რა­ვი გეგ­მა და პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის.
სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი ფაქ­ტო­რია რაც სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის გამ­რავ­ლე­ბას იწ­ვევს, მათ შო­რის გე­ნე­ტი­კა, ჭარ­ბი წონა და ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბის სტი­ლი, სტრე­სი, გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბა. ძნე­ლია ზოგი ფაქ­ტო­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, მაგ­რამ უნდა ვე­ცა­დოთ ვი­ცხოვ­როთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით, დრო და­ვუთ­მოთ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბებს, ვიკ­ვე­ბოთ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ჯან­სა­ღად, უარი ვთქვათ თამ­ბა­ქო­ზე, შე­ვამ­ცი­როთ ალ­კოჰო­ლის რა­ო­დე­ნო­ბა და რაც მთა­ვა­რია, გვქონ­დეს და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი, გან­წყო­ბა!
მუდ­მი­ვად უნდა ვა­კონ­ტრო­ლოთ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რად­გან ად­რე­ულ ეტაპ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ყვე­ლა პა­თო­ლო­გია, არის მარ­თვა­დი და ად­ვი­ლად გან­კურ­ნე­ბა­დი, ამი­ტომ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია პრე­ვენ­ცია.
ავ­ტო­რი: ნინო გი­გიშ­ვი­ლიскачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019