» » ”რთული დღეა ჩემი ოჯახისთვის, გარდაცვლილია ოჯახის წევრი…” – ეკატერინე ტიკარაძის ემოციური პასუხი კრიტიკოსებს…

”რთული დღეა ჩემი ოჯახისთვის, გარდაცვლილია ოჯახის წევრი…” – ეკატერინე ტიკარაძის ემოციური პასუხი კრიტიკოსებს…

02 December 2020, Wednesday
3 102
0


”რთული დღეა ჩემი ოჯახისთვის, გარდაცვლილია ოჯახის წევრი…” – ეკატერინე ტიკარაძის ემოციური პასუხი კრიტიკოსებს…



ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ განცხადება გააკეთა:
„მე მინ­და გა­ვა­კე­თო სამ­წუ­ხა­როდ პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბა. არ შე­მიძ­ლია ეს ფაქ­ტი გა­მოხ­მა­უ­რე­ბის გა­რე­შე დავ­ტო­ვო. მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა, ალ­ბათ, ყვე­ლა­ნი ვხვდე­ბით, რომ ყვე­ლა­ზე რთულ ვი­თა­რე­ბა­ში დღეს იმ­ყო­ფე­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო.
ჩემს ოჯახ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი წნე­ხი და ძა­ლა­დო­ბა ზო­გი­ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტის მხრი­დან, რაც ვფიქ­რობ, ნამ­დვი­ლად არას­წო­რია. ვი­აზ­რებ იმას, რომ სა­ჯა­რო პირი ვარ და შე­სა­ბა­მი­სად, ჩემს მი­მართ დას­მუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი კი­თხვა რა თქმა უნდა, პა­სუ­ხგა­ცე­მუ­ლი უნდა იყოს, მაგ­რამ მა­შინ, რო­დე­საც ეს ეხე­ბა ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს და ჩემს შვი­ლებს, მი­მაჩ­ნია, რომ ეს არის და­საგ­მო­ბი და და­უშ­ვე­ბე­ლი.
ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს ეს ზე­წო­ლა ჩემს ოჯახ­ზე. დღეს ჩემს ოჯახს საკ­მა­ოდ რთუ­ლი დღე აქვს, ვი­ნა­ი­დან გარ­დაც­ვლი­ლია ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არ ერი­დე­ბი­ან ოჯა­ხის ამ მდგო­მა­რე­ო­ბას და კვლავ აგ­რძე­ლე­ბენ მო­რა­ლურ ზე­წო­ლას ჩემს ოჯახ­ზე.
არ ვეხ­მა­უ­რე­ბი არც ერთ სი­უ­ჟეტს, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და, ვი­ნა­ი­დან პა­ტივს ვცემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა კი­თხვას შე­სა­ფე­რი­სი პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა, მაგ­რამ ის, რაც დღეს მიმ­დი­ნა­რე­ობს, ნამ­დვი­ლად და­საგ­მო­ბია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას შე­სა­ბა­მის პა­სუხს გას­ცემს“, – გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემскачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019