» » "მომიკვდა ჩემი ბიჭი, მგონია, რომ გული გამისკდება" - ინგა გრიგოლიას ემოციური პოსტი

"მომიკვდა ჩემი ბიჭი, მგონია, რომ გული გამისკდება" - ინგა გრიგოლიას ემოციური პოსტი

28 November 2020, Saturday
3 504
0


"მომიკვდა ჩემი ბიჭი, მგონია, რომ გული გამისკდება" - ინგა გრიგოლიას ემოციური პოსტი



ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ მას 17 წლის ძაღლი გარდაეცვალა. ტელეწამყვანის თქმით, მის გადასარჩენად ბევრი იბრძოლეს. 
"მომიკვდა ჩემი მოხუცი ბიჭი. ჩვიდმეტი წლის წინ ძალით რომ შემომაჩეჩეს, იძულებით რომ შემოვიდა ჩვენს ოჯახში და მერე ისე შემშალა სიყვარულისგან, რომ ადამიანებზე მეტად შემიყვარდნენ ძაღლები. ამ ბიჭის დამსახურებაა ჩემი გადარევა ცხოველებზე და დღეს ისეთი უბედური ვარ, ისეთი...... ეს ყოფილა უმძიმესი დარტყმა, შენი ხელით გაზრდილი ძაღლი რომ მოგიკვდება. მარტო ის მაწყნარებს, რომ ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა. წავიდა და გაფრინდა ცისარტყელაზე, მგონია, რომ გული გამისკდება. ბიბი. იმდენი გვაქვს ნაბრძოლი მისი სიცოცხლისთვის ამ წლებში, მოხუცდა და მაინც წავიდა. ნათია ბერიძე, მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ 17 წლის განმავლობაში ბიბისთვის გააკეთე" - წერს გრიგოლია.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019