» » რომელი ბავშვიანი ოჯახები მიღებენ 100 ლარიან დახმარებას

რომელი ბავშვიანი ოჯახები მიღებენ 100 ლარიან დახმარებას

26 November 2020, Thursday
8 419
0


რომელი ბავშვიანი ოჯახები მიღებენ 100 ლარიან დახმარებას



მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები და ასევე, ის ოჯახები, რომლებსაც 3 ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"65 ათასიდან -100 ათასი ქულის მქონე ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი. პირველი ტალღის დროს, ამ პროგრამით 72 ათასმა ოჯახმა ისარგებლა. 0-იდან- 100 ათასის მქონე ოჯახებისთვის, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ 100 ლარის დახმარება. 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100 ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში, ეს დაფარავს 43 ათას ადამიანს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ინტერპრესნიუსიскачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019