» » 7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

07 September 2019, Saturday
1 413
0
7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - ყურადღება გმართებთ ახლობლების მიმართ. დაურეკეთ და მოიკითხეთ ისინი. ყველა უსიამოვნება მოგვარდება და მშვიდად შეხვდებით საღამოს.


კურო - მთაზე ასვლას მუდამ ახლავს დაბრკოლებები, მაგრამ მთის წვერზე როცა მოექცევით, წარმატება ყველა სირთულეს დაგავიწყებთ. იბრძოლეთ!

ტყუპი - რომანტიკული მოვლენებით აღსავსე დღე გელით. საყვარელ ადამიანს ან საჩუქარი მოუმზადეთ, ან - რომანტიკული საღამო.

კირჩხიბი - გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მათი დახმარებით ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ. ყური დაუგდეთ ინტუიციას.

ლომი - ერთდროულად რამდენიმე საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. რატომ გადარდებთ რას ფიქრობს ხალხი?.. ის აკეთეთ რაც თქვენთვისაა კარგი. სიფრთხილე გმართებთ ფულთან.

ქალწული - ახლობლებთან რთულ საკითხებზე საუბარს მოერიდეთ. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, გამოცდილების მისაღებად.

სასწორი - რაც უფრო აქტიური და გიჟური იქნებით, მით საინტერესო ცხოვრება გელით. რუტინაც კი უნდა გაახალისოთ.

მორიელი - თქვენთვის საინტერესი ადამიანის საიდუმლო გამჟღავნდება და ის, რასაც მოისმენთ ყველაფერს შეგიცვლით. მაქსიმალურად თავი შეიკავეთ, რომ სკანდალში არ გაეხვიოთ.

მშვილდოსანი - დღეს მიიღებთ იმ დაფასებას და აღიარებას, რასაც ელოდით. თანამშრომლობა შეიძლება ყველაზე უჩვეულო ადამიანმა შემოგთავაზოთ.

თხის რქა - ადამიანი, რომელთანაც თანამშრომლობას ან თანაცხოვრებას აპირებთ, უკეთ უნდა გაიცნოთ. მომავალში გაუთვალისწინებელი სიტუაციის გამო რომ არ ინერვიულოთ.

მერწყული - ყველა ძველი საქმის და ვალდებულების გვერდზე მიყრა და სიახლეები გსურთ. თვენმა შემართებამ შეიძლება გარშემო მყოფებიც დააინტერესოს და ერთად კარგი პროექტი გააკეთოთ.

თევზები - ანალიტიკური შესაძლებლობები გამოიყენეთ მსხვილი საყიდლების დროს, ფინანური საქმეების მოგვარებისას. სიყვარულს კი დამტკიცება და ფაქტები არ სჭირდება.


http://www.newposts.geскачать dle 12.1



კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019