» » საზარელი ტრაგედია, რომელსაც ცნობილი ქართველი რეჟისორის გიორგი მგელაძის ცოლი, დედა და სიდედრი ემსხვერპლა
Loading...

საზარელი ტრაგედია, რომელსაც ცნობილი ქართველი რეჟისორის გიორგი მგელაძის ცოლი, დედა და სიდედრი ემსხვერპლა

06 September 2019, Friday
3 825
0
საზარელი ტრაგედია, რომელსაც ცნობილი ქართველი რეჟისორის გიორგი მგელაძის ცოლი, დედა და სიდედრი ემსხვერპლა
4 სექტემბერს რეჟისორ გიო მგელაძის ცოლის გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა. რეჟისორმა „ფეისბუქზე“ ცოლის ფოტოები გამოაქვეყნა.

„ეს არის ცხოვრება თეონას გარეშე, ცხოვრება გრძელდება, მაგრამ უმისოდ“ – „პრაიმტაიმთან“ ამბობს გიო.

ტრაგიკული შემთხვევა 17 წლის წინ ბათუმიდან თბილისისაკენ მომავალ გზაზე, ფოთის ხეივანში მოხდა. საჭეს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე მართავდა, მანქანაში იჯდა გიო და თეონა. ავარიის შედეგად თეონა გარდაიცვალა, მას პატარა ვაჟი ლუკა დარჩა. გიო მგელაძეც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. თეონას დედამ ვერ გაუძლო ტრაგედიას და თავი მოიკლა (ფანჯრიდან გადახტა), ხოლო დედამთილი პანაშვიდებზე გულის შეტევით გარდაიცვალა.

ორი წლის წინ ნინიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა.

15 წლის წინ 4 სექტემბერს ავარიაში მოვხვდით. ეს დღე ჩემს თავში და თვალებში იმდენჯერ დატრიალდა, რამდენი დღეც გავიდა მას შემდეგ. რაღაც დეტალებს მაინც ვერ ვიხსენებ, მაგრამ ფოთის ის ხეივანი სულ თვალ წინ მაქვს.

სენაკის მიგდებულ და დაცარიელებულ საავადმყოფოში რომ მიგვიყვანეს, ფეხშიშველი და სისხლებში ამთხვრილი დავდიოდი საავადმყოფოს ცარიელ და ბნელ დერეფნებში და თეონას ვეძებდი (არ ვიცოდი მისი გარდაცვალების ამბავი). ამ სცენას ხშირად ვხედავ სიზმარში, ოღონდ სიზმარში ვპოულობ. ცოცხალია და ისევ ისეთი ახალგაზრდა, ლამაზი, მხიარული და სიცოცხლით სავსე.

მაშინ ვფიქრობდი და ახლაც იგივეს ვფიქრობ, ნეტავ მე მომკვდარიყავი და თეონა ცოცხალი ყოფილიყო. ჩემზე გაცილებით მეტს შეძლებდა ლუკასთვისაც და ზუკასთვისაც, ყველასთვის ვინც გადარჩა და გადარჩებოდა. ყველაზე მაგარი, ერთგული, ძლიერი, თავდადებული იყო!

თეონას გიო ცხოვრების ერთადერთ სიყვარულად ასახელებს. მასზე დიდ ხანს ვერ საუბრობდა.

„რომ დავქვრივდი, ძალიან დიდხანს თეონაზე ვერაფერს ვამბობდი. თეონა ჩემთვის ყველაზე მაგარი გოგო იყო, ვისაც შევხვედრივარ. გამიმართლა, ძალიან მაგარ გოგონებთან მქონია ურთიერთობა. არავის ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ თეონა ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარულია. თეონასთან ვიგრძენი, სიყვარულის ხარისხი სულ იცვლებოდა. ოღონდ ''დაუნ'' (ქვევით) - არა, ''აფ'' (ზევით)“ - პრესაში ყვებოდა რეჟისორი.


http://newsman.geскачать dle 12.1
Loading...


კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019