» » პირველად დამესიზმრე, ყელი გქონდა გადაჭრილი - დაღუპული ლენო გვარჯალაძის მამის ემოციური პოსტი

პირველად დამესიზმრე, ყელი გქონდა გადაჭრილი - დაღუპული ლენო გვარჯალაძის მამის ემოციური პოსტი

06 September 2019, Friday
1 120
0
პირველად დამესიზმრე, ყელი გქონდა გადაჭრილი - დაღუპული ლენო გვარჯალაძის მამის ემოციური პოსტი

მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილ შვილს სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის. გიორგი წერს, რომ მას ლენო პირველად დაესიზმრა.

„პირველად დამესიზმრე. ყელი გქონდა გადაჭრილი და სისხლი მოგდიოდა. ჩემი მანქანით წავედით რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩვეულებრივად იყავი, დადიოდი, არ გვეშინოდა, თითქოს არაფერი მომხდარა ისე ვურთიერთობდით. ცოტა ხმის ტემბრიც მახსოვს, მშვიდად ამბობდი რაღაცას... აჰ, რა კარგი იყო შენთან, როგორ მომენატრე! ძალიან, ძალიან მაგრად! არ ვდარდობდი დაჭრილი რომ ხარ, მთავარია ცოცხალი იყავი და ერთად ვიყავით, ერთად მა, ლენო, მე და შენ. ახლა უფრო მივხვდი როგორი გაძარცვული ვარ უშენოდ... მიყვარხარ, სადაც ხარ. თუ აღარ ხარ, ჩემს გულში მთელს ადგილს შენ იკავებ, შენით იწყება და მთავრდება ვინც ვარ და რასაც ვაკეთებ. გელოდები ყოველ ღამე.
16 წლის ლენო გვარჯალაძე სამი თვის წინ საკუთარი სახლის (მეშვიდე სართულის) აივნიდან გადახტა... ის ტელეწამყვანის, ლულუ კახიანისა და მუსიკოს, გიორგი გვარჯალაძის უფროსი ქალიშვილია.скачать dle 12.1



კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019