» » მოულედნელი ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა ემიგრანტებისთვის

მოულედნელი ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა ემიგრანტებისთვის

05 September 2019, Thursday
11 958
0
მოულედნელი ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა ემიგრანტებისთვის

კანადის მთავრობამ იმიგრაციის ხუთწლიანი საპილოტე პროგრამაწარადგინა. აღნიშნულიგეგმის თანახმად, ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, კანადის ჩრდილოეთ დადასავლეთ ნაწილში, ასევე სასოფლო დასახლებებში ემიგრანტებს მიიღებენ.
გეგმა ხელს შეუწყობს და გაამარტივებს მუდმივი ბინადრობის მოწმობის გაცემას ისეთემიგრანტებზე, რომლებიც თავისი საქმის კარგი სპეციალისტები არიან.
კერძოდ, ემიგრანტების მოზიდვა იგეგმება შემდეგ პროვინციებსა და ტერიტორიებზე:
ონტარიო
მანიტობა
სასკაჩევანი
ალბერტა
ბრიტანულიკოლუმბია
იუკონი
ჩრდილო-დასავლეთტერიტორიები
ნუნავატი
ჩამოთვლილ პროვინციებში არსებულ თითოეულ თემში 3000-მდე ემიგრანტის მიღება იგეგმება, ან 100 ემიგრანტის, რომელთაც თავიანთი ოჯახის წევრებიც ახლავთ.
სამუშაო ასაკის ემიგრანტების მოზიდვით, კანადა ცდილობს აღნიშნულ რეგიონებშიეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესოს და სამუშაო ბაზარი გაამრავალფეროვნოს.
ახალი საიმიგრაციო გეგმის ფარგლებში, კანადა მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტ ემიგრანტს მიიღებს. კერძოდ, 2019 წლიდან 2021 წლამდე, კანადის კარი 1 080 000 ემიგრანტისთვის იქნება ღია.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კანადაში სამუშაოდ წასვლის მსურველებს, შეუძლიათ შეავსონ სპეციალური ფორმა კანადის სავიზო საიტზე.
ამ ეტაპზე მუდმივი ბინადრობის მოწმობა გამარტივებული წესით გაიცემა კანადაში 2014 წლის 30 ნოემბრამდე ჩასულ იმიგრანტებზე. კანდიდატს უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში მუშაობის 12-თვიანი გამოცდილება და კანადაში ან სხვა ქვეყანაში მიღებული საშუალო ან უმაღლესი განათლების დიპლომი, რომელიც კანადის დიპლომთან გათანაბრებულია.
მუდმივი ბინადრობის მოწმობის გამარტივებული წესით მიღება მათაც შეუძლიათ, ვინც ჯერ არ ცხოვრობს კანადაში და ახლა აპირებს ჩასვლას. საერთოდ, ეს ქვეყანა მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 2019 წლიდან 2021 წლამდე, მილიონ 80 ათასი იმიგრანტის მიღებას აპირებს:
2019 წლის განმავლობაში კანადაში ცხოვრების მსურველ 330 000 ადამიანს მიიღებენ, 2020 წელს – 340 000-ს, 2021 წლს კი – 370 000-ს.
კანადის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ ჩრდილოეთის ამ უზარმაზარ ქვეყანას მუშახელი არ ჰქოფნის და მის ეკონომიკას ახალი სამუშაო ძალა სჭირდება; აგრეთვე, არსებობს დემოგრაფიული პრობლემაც – კანადის მოსახლეობა ბერდება. კანადის ხელისუფლების აზრით, იმიგრანტების მიღება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და მოსახლეობის დაბერებით გამოწვეული პრობლემების გადაჭრას.скачать dle 12.1



კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019