» » დღეს თელავში, სამხედრო ფიცის დადების დროს ჯარისკაცმა გოგოს ხელი სთხოვა, ემოციური ფოტოები ადგილიდან

დღეს თელავში, სამხედრო ფიცის დადების დროს ჯარისკაცმა გოგოს ხელი სთხოვა, ემოციური ფოტოები ადგილიდან

10 January 2020, Friday
6 488
0
დღეს თელავში, სამხედრო ფიცის დადების დროს ჯარისკაცმა გოგოს ხელი სთხოვა, ემოციური ფოტოები ადგილიდან

თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის 62 სამხედრო მოსამსახურის ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ცერემონიის ორგანიზება თავდაცვის სამინისტრომ განახორციელა და მას წვევამდელთა ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.
ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ კი ერთ-ერთმა რიგითმა თავის რჩეულს ხელი სთხოვა.
რიგითი გიგა რამაზაშვილი 19 წლისაა, მისი რჩეული კი სოფო ბაკურაძე გახლავთ. გოგონა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია.

скачать dle 12.1



კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019