» » მან ჩემს მკლავებში დალია სული - დიაგნოზის დასმიდან ხუთ დღეში 3 წლის გოგონა რომელიც ,,,

მან ჩემს მკლავებში დალია სული - დიაგნოზის დასმიდან ხუთ დღეში 3 წლის გოგონა რომელიც ,,,

05 September 2019, Thursday
871
0


მან ჩემს მკლავებში დალია სული - დიაგნოზის დასმიდან ხუთ დღეში 3 წლის გოგონა რომელიც ,,,



3 წლის ბრიტანელი გოგონა აოფი ფლენეგენ-გიბსი კიბოს იშვიათი ფორმით გარდაიცვალა. 3 კვირის განმავლობაში, ექიმები მის მშობლებს არწმუნებდნენ, რომ გოგონას უბრალოდ ყაბზობა აწუხებდა. აოფის ისტორიას Mirror ავრცელებს.

ბავშვს ტკივილები აწუხებდა მთელს სხეულზე, შესამჩნევად ჰქონდა სიმსივნე დუნდულაზე, კიდევ ერთი სიმსივნე კი ღვიძლზე აღმოაჩნდა.

თავდაპირველად, გოგონას მუცლის ტკივილები აწუხებდა, შემდეგ კი ტკივილმა სხეულის სხვა ორგანოებზეც გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები დედას არწმუნებდნენ, რომ ეს უბრალო ყაბზობა იყო, მშობელს ეჭვი ეპარებოდა.

საბოლოოდ, ბავშვს სასქესო უჯრედის სიმსივნე დაუდგინეს. გოგონა, დიაგნოზის დასმიდან 5 დღეში გარდაიცვალა.

„ვიცოდი რაღაც სჭირდა და ვეხუტებოდი. მან ჩემს მკლავებში დალია სული“, -განაცხადა ბავშვის დედამ ეილიშ ფლენეგენმა.
3 წლის გოგონა ივლისში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ბავშვის დედა ახლა აქტიურად ჩაება სასქესო უჯრედის სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლაში და ბრიტანეთში საქველმოქმედო ორგანიზაციას ქმნის, ცნობიერების ამაღლების მიზნითა და ავადმყოფი ბავშვების დასახმარებლად.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019