» » რა მაგარი ამბავია: ერთ-ერთი ცნობილი კაფე, მოხუცებს წინა დღის საკვებს უფასოდ გაატანს – ეს კაფე ყველამ უნდა იცოდეს…

რა მაგარი ამბავია: ერთ-ერთი ცნობილი კაფე, მოხუცებს წინა დღის საკვებს უფასოდ გაატანს – ეს კაფე ყველამ უნდა იცოდეს…

07 December 2019, Saturday
3 508
0
რა მაგარი ამბავია: ერთ-ერთი ცნობილი კაფე, მოხუცებს წინა დღის საკვებს უფასოდ გაატანს – ეს კაფე ყველამ უნდა იცოდეს…

საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი კაფე ”აპეტიტო” მოხუცებს, რომლებსაც პენსია არ ჰყოფნით, უფასო საკვებს სთავაზობს. იდეის ავტორი მისივე დამფუძნებელი თეკო ვახანიაა. ის  ამბობს, რომ “აპეტიტოს” თითო ფილიალს რამდენიმე პენსიონერის მიღება შეუძლია.
„რამდენიმე პენსიონერი გვყავს უკვე თითო ფილიალზე. თავად მოდიოდნენ, გვეკითხებოდნენ და ვატანდით. ყოველდღიურად, თითო ფილიალს შეუძლია  4-5 ადამიანს გაუნაწილოს წინა დღის საკვები.” – ამბობს თეკო.
“აპეტიტო” საოჯახო სამზარეულოა და შესაბამისად საკვებიც მრავალფეროვანია. თეკო ვახანიას თქმით, შესაძლებელია ობიექტზე დარჩეთ როგორც მზა საკვები, ასევე ცომეული და ტკბილეული, რომელიც რა თქმა უნდა, საკვებად ვარგისია, თუმცა შესაძლოა ვიზუალურად არ გამოიყურებოდეს კარგად და ამის გამო არ გაყიდონ.
მოხუცებს საკვების მიღება შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ:
დიდი დიღომი მირიან მეფის 75.
დიდი დიღომი მირიან მეფის 23.
ყაზბეგის 36.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019