» » 24 წლის ბიჭს საავადმყოფოში გული გაუჩერდა - "გაქვავებული ვარ. შემძრა ამ ამბავმა..."
Loading...

24 წლის ბიჭს საავადმყოფოში გული გაუჩერდა - "გაქვავებული ვარ. შემძრა ამ ამბავმა..."

01 December 2019, Sunday
26
0
24 წლის ბიჭს საავადმყოფოში გული გაუჩერდა - "გაქვავებული ვარ. შემძრა ამ ამბავმა..."
სოფელ ჯვარცხმაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 24 წლის ბიჭის დაღუპვამ მთელი გურია შეძრა.
ის რეანომობილით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გული გაუჩერდა.
ვახომ ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა და ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა.

მომხდარს „გურია ნიუსთან“ მისი მეგობრები ეხმაურებიან:
ლალო ჟღენტი: ის იყო ყველაზე კარგი, მშვიდი, გაწონასწორებული, ნიჭიერი ბიჭი. უბოროტო. მასში არ იყო არც შური, არც ღვარძლი. იყო სუფთა ადამიანი. უანგარო მეგობრობა იცოდა. არასდროს მიგატოვებდა, არც ლხინის და არც მწუხარების დროს. ის იყო ჩემი ბავშობა".
ლიკა ასეიშვილი: "არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვახოზე რაიმე ცუდს გაიხსენებს, უკეთილშობილესი პიროვნება იყო. კლასში ყველასთან მეგობრობდა. ძალიან მშვიდი იყო და გამორჩეული იუმორის გრძნობა ჰქონდა, კლასელებსაც და მასწავლებლებსაც ერთნაირად გვიყვარდა. მთელი დღეა ჩვენი კლასის არქივს ვათვალიერებთ მეგობრები და ცრემლებს ვერ ვიკავებთ".

თაკო ხუნდაძე: მიჭირს ვახოზე წარსულში საუბარი, გაქვავებული ვარ. შემძრა ამ ამბავმა. ვახოზე ყოველთვის საუკეთესო მახსენდებოდა და ასე იქნება ჩემი სიცოცხლის ბოლომდე. ის იყო დიდებული ადამიანი, კეთილშობილი, ღირსეული, ალალი, პატიოსანი, სათნო... არ ვიცი. წაგვერთვა ბავშვობის დიდი კეთილი ნაწილი, რომელსაც ვერაფერი ჩაანაცვლებს. საოცარი იუმორი ჰქონდა, ჩუმად ლაპარაკი უყვარდა და ხანდახან ისეთს იტყოდა, სიცილისგან მუცელი გვტკიოდა ბავშვებს. კიდევ ძალიან ბევრის თქმა მინდა, მაგრამ ახლა მიჭირს გადმოცემა".
გუშინ ჩოხატაურის სოფელ ჯვარცხმაში ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტომობილს, ვახო ანთიძე მართავდა და მძიმედ დაშავდა.
დღეს, სოფელ ჯვარცხმაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 24 წლის ბიჭის დაღუპვამ ჩოხატაური შეძრა.скачать dle 12.1
Loading...


კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019