» » ქართველი გოგონა, რომელმაც 8 წლის ასაკში ოჯახი დაკარგა და ქუჩაში მათხოვრობდა, მაგრამ ბედისწერამ მას წარმოუდგენელი სიურპრიზი გაუკეთა…

ქართველი გოგონა, რომელმაც 8 წლის ასაკში ოჯახი დაკარგა და ქუჩაში მათხოვრობდა, მაგრამ ბედისწერამ მას წარმოუდგენელი სიურპრიზი გაუკეთა…

01 September 2019, Sunday
4 714
0
ქართველი გოგონა, რომელმაც 8 წლის ასაკში ოჯახი დაკარგა და ქუჩაში მათხოვრობდა, მაგრამ ბედისწერამ მას წარმოუდგენელი სიურპრიზი გაუკეთა…

გაიცანით ანი ჟღენტი, იგი ახლა 34 წლისაა. მძიმე ცხოვრება გამოიარა. 8 წლის ასაკში დედ-მამა და მამიდა ავტოავარიაში დაეღუპა. დარჩა სრულიად მარტო. მომვლელი არ ყავდა. სოც. მუშაკმა ბავშვთა სახლში მიიყვანა. ძალიან გაუჭირდა უდედმამოდ პატარა გოგონას. ასე გაატარა 4 წელი. ერთ დღესაც ერთ ერთმა შვილმკვდარმა ოჯახმა იშვილა, რთულად გადაჰქონად განცდილი ტკივილი.

წელიწადნახევარი ვერ ეგუებოდა ახალ ოჯახს, გამუდმებით ტიროდა… ოჯახმა აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, როგორ მიეცათ მისთვის საოცნებო ცხოვრება. 3 წლის შემდეგ, როგორც იქნა მიიღო გოგონამ ახალი დედ-მამა, მიუხედავად იმისა რომ ძალიან უჭირდა. ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, გოგონა სკოლაში შეიყვანეს, დადიოდა ფორტეპიანოზე, ცურვაზე, ცეკვაზე. გაიჩინა მეგობრები. ერთ დღესაც მამა ცუდად გაუხდა, აღმოჩნდა რომ
სიმსივნე ჰქონდა. ისევ მძიმე წუთების გადატანა მოუხდა, 6 თვის შემდეგ მამა გარდაეცვალა. ამ დროს 16 წლის იყო უკვე. დედა ნერვიულობას გადაყვა და მამას გარდაცვალებიდან 3 თვეში დაეღუპა. გოგონა ისევ სრულიად მარტო დარჩა. რამდენიმე დღეში ბანკიდან თანამშრომელი მოვიდა სახლი დაუყადაღეს, რომელიც მამის მკურნალობის გამო ბანკში ჩაედოთ. 16 წლის გოგონა ქუჩაში დარჩა. საჭმლის ფულიც კი არ ჰქონდა.
დაიწყო ქუჩაში დახმარების თხოვნა, ასე გავიდა 5 წელი. ბევრი კარგი ადამიანი გაიცნო ქუჩაში, ისინიც შემწეობას ითხოვდნენ, საერთო ენა მალე გამონახეს. ერთ დღესაც, როდესაც ერთ კაცნათ დახმარების სათხოვნელად მივიდა, კაცი გაოცდა, გოგონა იცნო, შესთავაზა თავისთან სახლში წაყოლოდა და დაეპურებინა. დიდი ხვეწნის შემდეგ გოგონა როგორც იქნა წაყვა. თურმე ეს კაცი მისი ნამდვილი მამის მეგობარი ლადო აღმოჩნდა. დიდი ხანი ეძებდა ამ გოგონას, მაგრამ ვერ იპოვნა. ახლა კი როდესაც შემთხვევით შეხვდა ყველაფერი მოუყვა, უთხრა ვინ იყო და რამდენი ხანი ეძებდა.
სთხოვა მასთან დარჩენილიყო. გოგონას არ სჯეროდა, ვერ იჯერებდა რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო მომხდარიყო, მან ქუჩაში ისეთი ცხოვრება გამოიარა, რომ ადამიანებს საერთოდ აღარ ენდობოდა, მაგრამ მამაკაცმა მოახერხა მისი დარწმუნება და გოგონაც დარჩა. უკვე 21 წლის იყო, სკოლაში დაბრუნება უნდოდა, უნდოდა საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გამხდარიყო, ექსტერნად ჩააბარა 5 წლის მასალა და სკოლის ატესტატიც მალე აიღო.
ბატონი ლადო შეძლებული ადამიანი იყო, ერთ დღესაც, როდესაც გოგონამ სკოლის ატესტატი აიღო, შესთავაზა საზღვარგარეთ ჩაებარებინა უნივერისტეტში. ამ დროს უკვე 26 წლის იყო გოგონა. ბევრი იყოყმანა, საქართველოში დარჩენა უნდოდა, მაგრამ თავისივე მომავლისთვის გადაწყვიტა უცხოეთში გაეგრძელებინა სწავლა. 1 წელში ამერიკის ერთ ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე 100% დაფინანსებით ჩაირიცხა. ძალიან კარგი მოსწავლე იყო, რამდენიმე წლის შემდეგ დაამთავდა უნივერტეტი და მისი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ერთ ერთმა პრესტიჟულმა ჟურნალმა სამსახური შესთავაზა. დღესდღეობით იგი ამერიკის ერთ ერთი ყველაზე გავლენიან ჟურნალში მუშაობს და მას ყველა დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ამ წარმატების მიუხედავად, იგი საქართველოში ფარულად ეხმარება გაჭირვებულებს ყველანაირი ანაზღაურების გარეშე. მან იცის თუ როგორი ძნელია იყო სრულიად მარტო და უსუსური. არავინ იცის ვის რა აქვს გამოვლილი.
წყარო: http://batumelebi.club

скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019