» » "სამშობიაროში არაფერი გვითხრეს... მე სანახევროდ ვიცოდი, მაგრამ დედამისს არაფერი ვუთხარი ჯერ... ნაცნობი შემხვდა და მკითხა, ხომ არ გაგიჟდიო? ამხელა რისკზე როგორ მიდიხარო?"
Loading...

"სამშობიაროში არაფერი გვითხრეს... მე სანახევროდ ვიცოდი, მაგრამ დედამისს არაფერი ვუთხარი ჯერ... ნაცნობი შემხვდა და მკითხა, ხომ არ გაგიჟდიო? ამხელა რისკზე როგორ მიდიხარო?"

30 September 2019, Monday
7 316
0
"სამშობიაროში არაფერი გვითხრეს... მე სანახევროდ ვიცოდი, მაგრამ დედამისს არაფერი ვუთხარი ჯერ... ნაცნობი შემხვდა და მკითხა, ხომ არ გაგიჟდიო? ამხელა რისკზე როგორ მიდიხარო?"
„მე ვარ ვოვა კაკაბაძე, ქალაქ თბილისიდან. მყავს 19 წლის შვილი - ივიკო კაკაბაძე. თავიდან, როცა ივიკო დაიბადა, ცოტა გაუგებრობაში მოვყევით, სამშობიაროში არაფერი გვითხრეს. გავიდა ერთი კვირა და სხვა ექიმებმა რომ ნახეს, თქვეს, რომ დაუნის სინდრომის ნიშნები იყო. მე სანახევროდ ვიცოდი, მაგრამ დედამისს არაფერი ვუთხარი ჯერ, შემეშინდა ახალ ნამშობიარებზე ტრავმა არ მიეღო. მერე გავიდა დრო, დავრწმუნდით ნელ-ნელა რაც იყო და ინფორმაციაც მოვიპოვეთ დაუნის სინდრომზე. მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ გულის თანდაყოლილი მანკიც ჰქონდა და არ ვიცოდით, მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ არ იყო ადვილი მაგის გარკვევა. 4 წლის ასაკში გავუკეთეთ ოპერაცია და ამან გვიშველა, თორემ ახლა უფრო რთული მდგომარეობა გვექნებოდა.

7 წლის ასაკში შევიდა სკოლაში. თავიდან მე დავყვებოდი, ვუცდიდი გაკვეთილების დასრულებამდე. უმეტესად მე ვიყავი ჩართული ივიკოს აღზრდაში. რადგან ბიჭია, მინდოდა მამასთან მეტი დრო გაეტარებინა. სკოლაში გამორჩეული ბავშვი არ ყოფილა, არც ქცევის პრობლემა ჰქონია, წყნარი მოსწავლე იყო და მეგობრებიც ჰყავდა. რამდენადაც ცხოვრება საშუალებას მაძლევდა, მაქსიმალურად ჩართული ვიყავი ივიკოს ცხოვრებაში. ეს მხოლოდ ფინანსებზე არაა დამოკიდებული. ხანდახან ფინანსური გაჭირვება უფრო გაძლევს მოტივაციას, რომ რამე გააკეთო, მეტი იფიქრო.
ჩემთან პირისპირ ივიკოს შესახებ რაიმე ცუდის თქმას ვერავინ ბედავდა, ყველამ იცოდა, რომ ზედმეტს არ ვათქმევინებდი, თუმცა ზურგს უკან ალბათ ლაპარაკობდნენ, ეს მათ სახეებზე ჩანდა. ჩემი მეუღლე რომ მეორე ბავშვზე დაფეხმძიმდა, ნაცნობი შემხვდა და მკითხა, ხომ არ გაგიჟდიო? ამხელა რისკზე როგორ მიდიხარო? ისე ვინერვიულე, კინაღამ კიბიდან გადმოვვარდი. ვუთხარი, ღმერთს როგორც უნდა ისე იქნება-მეთქი. ბავშვი გაჩნდა სრულიად ჯანმრთელი.
შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ რადგან ღმერთმა გაგაჩინა, უკან დასახევი გზა არ არსებობს. რატომ უნდა თქვა უარი იმაზე, რაც ღმერთმა მოგცა?! ცხოვრება მხოლოდ დროსტარება არაა. მერე რა, რომ რაღაც პრობლემა გაქვს, სხვას სხვა ასპექტში ექნება პრობლემა. მთავარია რას ირწმუნებ, რას მიუძღვნი შენს ცხოვრებას.“

ივიკო: „ვმუშაობ სოციალურ საწარმო ბაბალეში, ვმუშაობთ ხეზე, ვაკეთებთ კვერცხებს, ნაძვის ხეებს, ქოთნებს...მიყვარს სერიალების ყურება და სიმღერების მოსმენა. აქ ყველაფერი ძალიან მომწონს და ბევრი მეგობრები მყავს.“

ფოტო: ნათელა გრიგალაშვილიскачать dle 12.1
Loading...


კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019