» » ”ქმრისგან ცემას ვეღარ გაუძლო, 4 შვილი დატოვა და მტკვარში გადახტა…” – შემზარავი შემთხვევა, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა

”ქმრისგან ცემას ვეღარ გაუძლო, 4 შვილი დატოვა და მტკვარში გადახტა…” – შემზარავი შემთხვევა, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა

27 September 2019, Friday
2 085
0


”ქმრისგან ცემას ვეღარ გაუძლო, 4 შვილი დატოვა და მტკვარში გადახტა…” – შემზარავი შემთხვევა, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა



რვა დღის წინ თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სტუ­დენ­ტმა ერთ თვემ­დე ასა­კის ჩვი­ლი იპო­ვა. თვითმხილ­ვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა კა­ლა­თა­ში იწვა, რო­მელ­შიც, სა­ბავ­შვო სა­ფე­ნე­ბი და დე­დის წე­რი­ლი იდო. ქალი წერ­და, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს ბავ­შვის გაზ­რდის, რად­გან ოჯახ­მა და ნა­თე­სა­ვებ­მა ზურ­გი აქ­ცი­ეს…

ეს არ არის ჩვი­ლის მი­ტო­ვე­ბის ერ­თა­დერ­თი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც ბოლო დროს მე­დი­ით გავ­რცელ­და. ხში­რად ქა­ლე­ბი, რო­მელ­თაც მა­მა­კა­ცი ან ოჯა­ხი მარ­ტო ტო­ვებს, ახალ­შო­ბილ შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვას ვერ ახერ­ხე­ბენ… პრობ­ლე­მი კომ­პლექ­სუ­რი და რთუ­ლია – და­წყე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სა­თა­ნა­დო მხარ­და­ჭე­რი­სა და ზრუნ­ვის არარ­სე­ბო­ბით.

თე­ო­ნას ის­ტო­რია
33 წლის მარ­ტო­ხე­ლა დედა, თე­ო­ნა AMBEBI.GE-ს სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა. ახალ­გაზ­რდა ქალი 24 წლის ასაკ­ში ოთხ შვილ­თან ერ­თად ღია ცის ქვეშ დარ­ჩა. იქამ­დე იყო გა­უ­საძ­ლი­სი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის წლე­ბი, შემ­დეგ კი – თავ­და­უ­ზო­გა­ვი ბრძო­ლა თვით­გა­დარ­ჩე­ნის­თვის.

“ოჯა­ხი 16 წლი­სამ შევ­ქმე­ნი. ჩემი ნე­ბით არ დავ­ქორ­წი­ნე­ბულ­ვარ, მო­მი­ტა­ცეს. რომ მო­ვიდ­ნენ ჩემი მშობ­ლე­ბი, მინ­დო­და წავ­ყო­ლო­დი, მაგ­რამ მა­ინც მო­მი­წია დარ­ჩე­ნა… პირ­ვე­ლი ბავ­შვი გა­ვა­ჩი­ნე 17 წლი­სამ, მე­ო­რე – თვრა­მე­ტი­სამ, მე­სა­მე ოცი წლი­სას მე­ყო­ლა, მე­ო­თხე კი 24 წლი­სამ გა­ვა­ჩი­ნე და მას შემ­დეგ ვარ მარ­ტო­ხე­ლა დედა.

ჩემი ყო­ფი­ლი ქმა­რი ხში­რად სვამ­და, მუდ­მი­ვად ძა­ლა­დობ­და ჩემ­ზეც და ბავ­შვებ­ზეც. რა­ღაც არ მო­ე­წო­ნე­ბო­და, ხდე­ბო­და აგ­რე­სი­უ­ლი და მცემ­და გა­მე­ტე­ბით. არც ერთი ვმუ­შობ­დით, თავს ძი­რი­თა­დად სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბით ვირ­ჩენ­დით. ამ ყვე­ლა­ფერს ვერც დე­დას ვერ ვე­უბ­ნე­ბო­დი, ვერც – მა­მას. მხარ­დამ­ჭე­რი არა­ვინ მყავ­და… მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლა­დო­ბა მუდ­მი­ვად იყო, რამ­დენ­ჯე­რაც ორ­სუ­ლად დავ­რჩი, ბავ­შვის მო­შო­რე­ბა არ მი­ფიქ­რია. ამ ძა­ლა­დო­ბის გამო ჩემ­მა ერ­თმა შვილ­მა ცალ ყურ­ში მთლი­ა­ნად და­კარ­გა სმე­ნა…

ბო­ლოს რომ მცე­მა, მივ­ხვდი, რომ ამის ატა­ნა მე­ტად აღარ შე­მეძ­ლო. დავ­ტო­ვე ბავ­შვე­ბი, გა­მო­ვე­დი სახ­ლი­დან და არ ვი­ცო­დი სად მივ­დი­ო­დი… ტრან­სპორ­ტი­დან მტკვა­რი და­ვი­ნა­ხე, გა­ვა­ჩე­რე და მდი­ნა­რე­ში გა­დავ­ხტი.

ძა­ლი­ან სა­სო­წარ­კვე­თი­ლი, დაღ­ლი­ლი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი… თვით­მკვლე­ლო­ბა გან­ზრა­ხუ­ლი არ მქონ­და სახ­ლი­დან გა­სულს. მთე­ლი გაზა ვტი­რო­დი, არა­ვის არ შე­ვუ­ჩე­რე­ბი­ვარ, არა­ვის უკი­თხავს რა გი­ჭირ­სო…

მდი­ნა­რი­დან რომ ამო­მიყ­ვა­ნეს მაშ­ვე­ლებ­მა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, სამი დღე კო­მა­ში ვი­ყა­ვი… გონ­ზე რომ მო­ვე­დი იქ იყო ჩემი ყო­ფი­ლი ქმა­რიც და პო­ლი­ცი­აც, ვე­რა­ფე­რი ვთქვი, შე­მე­შინ­და… წა­მიყ­ვა­ნეს სახ­ლში და ისევ თა­ვი­დან და­ი­წყო კოშ­მა­რი. ახლა იმა­ზე მცემ­და, ეს რო­გორ გა­ა­კე­თეო! წა­ვე­დი პო­ლი­ცა­ში. გა­მო­უ­წე­რეს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი, შემ­დეგ და­ა­კა­ვეს კი­დეც…

პო­ლი­ცი­ამ მირ­ჩია და სას­წრა­ფოდ გა­ვა­კე­თე გან­ქორ­წი­ნე­ბა. წა­ვიყ­ვა­ნე ბავ­შვე­ბი თავ­შე­სა­ფარ­ში… გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ვცხოვ­რობ­დი სა­ხელ­მწი­ფო თავ­შე­სა­ფარ­ში, სა­დაც ძა­ლი­ან კარ­გი პი­რო­ბე­ბი იყო, მაგ­რამ იქ ერთი წელი შე­გიძ­ლია იცხოვ­რო მაქ­სი­მუმ. თავ­შე­საფ­რი­დან თავ­შე­სა­ფარ­ში გა­დავ­დი­ო­დით…

რა მექ­ნა, ბავ­შვებს ძა­ლი­ან ბევ­რი სჭირ­დე­ბო­დათ – უნდა მე­მუ­შა­ვა. ის პე­რი­ო­დი როცა ბავ­შვე­ბი თავ­შე­სა­ფარ­ში იყ­ვნენ, სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და­ვი­წყე სტი­ლის­ტო­ბის სწავ­ლა და მა­ლე­ვე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა სა­ლონ­ში. ცოტა რომ მოვძლი­ერ­დი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, გა­დავ­წყვი­ტე შვი­ლე­ბი თავ­შე­საფ­რი­დან გა­მო­მეყ­ვა­ნა, ყო­ველ­დღე კი დავ­დი­ო­დი მათ­თან, მაგ­რამ მინ­დო­და ერ­თად გვე­ცხოვ­რა.

დევ­ნი­ლი ვარ და რო­გორც სხვა დევ­ნი­ლე­ბი, მეც შე­ვი­ჭე­რი რამ­დე­ნი­მე მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში, მაგ­რამ გა­მო­მაგ­დეს და ისევ ქუ­ჩა­ში აღ­მოვ­ჩნდი. ახლა ვარ თემ­ქა­ზე ძვე­ლი გამ­გე­ო­ბის შე­ნო­ბა­ში, ეს იყო ჩემი შეჭ­რის მე­ექ­ვსე მცდე­ლო­ბა. აქ დევ­ნი­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ. თა­ვი­დან თავ­შე­საფ­რი­დან ბავ­შვებს არ მა­ტან­დნენ, რად­გან რო­გორც სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შაკ­მა მი­თხრა, პი­რო­ბე­ბი უნდა მქო­ნო­და, ელე­მენ­ტა­რუ­ლი ტექ­ნი­კა და ჰი­გი­ე­ნა…

ისევ გა­ვაგ­რძე­ლე თავ­და­უ­ზო­გა­დავ მუ­შა­ო­ბა, დი­ლი­დან შუ­ა­ღა­მემ­დე. სა­ლონ­ში მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად დამ­ლა­გებ­ლა­დაც და­ვი­წყე მუ­შო­ბა. ჩემს ის­ტო­რი­ას რომ იგებ­დნენ მჩუქ­ნიდ­ნენ ავეჯს, ტექ­ნი­კას და ასე შე­ვიქ­მე­ნი ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბი, დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში და გა­მო­ვიყ­ვა­ნე ჩემი შვი­ლე­ბი თავ­შე­საფ­რი­დან, რო­გორც მე­ურ­ვემ. ახლა ვცხოვ­რობთ ყვე­ლა ერ­თად, არც ახლა გვილ­ხინს, მაგ­რამ ერ­თად ვართ მთა­ვა­რია… ღმერ­თის მად­ლო­ბე­ლი ვარ!

ვერ ვი­ტყვი, რომ სა­ხელ­მწი­ფო არ გვეხ­მა­რე­ბა. ვი­ღებთ სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი და­უც­ვე­ლე­ბი 300 ლარს, ასე­ვე რო­გორც თავ­შე­საფ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვე­ბის მე­ურ­ვეს, და­მე­ნიშ­ნა დახ­მა­რე­ბა სა­მას ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით. ვმუ­შა­ობ, თვე­ში ერთხელ გვაქვს 90-ლა­რი­ა­ნი საკ­ვე­ბის ვა­უ­ჩე­რი და ამ თან­ხის ფარ­გლებ­ში ვყი­დუ­ლობ პრო­დუქ­ტებს. მაქვს ხელ­ფა­სი 300 ლარი და თა­ვის გა­ტა­ნას ვა­ხერ­ხებთ” – გვი­ამ­ბობს 33 წლის მარ­ტო­ხე­ლა დედა, რო­მელ­საც მო­მავ­ლის იმე­დი არას­დროს და­უ­კარ­გავს და უამ­რა­ვი გა­ჭირ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად შვი­ლებ­ზე უარი არ უთ­ქვამს. კითხვის გაგრძელება…скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019