» » "ცრემლები მოსდიოდა, თითქოს ნანობდა..." - ნახეთ რამდენი მიუსაჯეს 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის გოგონას

"ცრემლები მოსდიოდა, თითქოს ნანობდა..." - ნახეთ რამდენი მიუსაჯეს 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის გოგონას

26 September 2019, Thursday
2 010
0


"ცრემლები მოსდიოდა, თითქოს ნანობდა..." - ნახეთ რამდენი მიუსაჯეს 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის გოგონას



7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება გორის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ბარბაიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლის განმარტებით, მან ბავშვთა ევროული კონვენციით იხელმძღვანელა და რადგან მსჯავრდებული არასრულწლოვანია, მას საბოლოდ სასჯელის ზომად 6 წლიანი პატიმრობა განესაზღვრა.
არასრულწლოვანს ფსიქოლოგიურ დახმარებასაც აღმოუჩენენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტა მოკლული ჩვილის მამის ოჯახმა.

"პარლამენტთან მიმდინარე აქციას კიდევ ერთი შვილმოკლული მამა შეუერთდება",-აცხადებს ადვოკატი ნონა დვალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა 21 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი დედა დააკავეს.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დაიწყო. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019