» » საავადმყოფოში მიიყვანეს გოგონა, სალო მქვიაო იძახის - ათენში დაკარგული გოგოს ახლობელი
Loading...

საავადმყოფოში მიიყვანეს გოგონა, სალო მქვიაო იძახის - ათენში დაკარგული გოგოს ახლობელი

26 September 2019, Thursday
1 069
0
საავადმყოფოში მიიყვანეს გოგონა, სალო მქვიაო იძახის - ათენში დაკარგული გოგოს ახლობელი
ათენში დაკარგული გოგონას ამოსაცნობად ახლობლები ელეფსინაში მიდიან. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა განუცხადა.

„მგონი იპოვეს სალო. საავადმყოფოში მიიყვანეს გოგონა და სალო მქვიაო იძახის თურმე. ვინაობის დასადგენად არიან წასულები და ზუსტად არ ვიცით ჩემი სალო არის თუ არა... წლებია საბერძნეთში ცხოვრობს. არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია. ძალიან მოულოდნელი იყო მისი დაკარგვა და ამიტომაც ატყდა ეს ამბავი“, - ამბობს თამთა სანიკიძე.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი, 32 წლის სალომე გოგინაშვილი, ათენში, შაბათს (21/09) 13:00 საათზე სახლიდან გავიდა და დაიკარგა.

ერთ-ერთი ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო ატიკის მეტროსთან ახლოს დააფიქსირეს.скачать dle 12.1
Loading...


კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019