» » "მიყვარხარ, მა.. ძალა გამომელია.. რეალურ სამყაროსთან კავშირს ვკარგავ" - რას წერს გარდაცვლილ შვილზე გიორგი გვარჯალაძე

"მიყვარხარ, მა.. ძალა გამომელია.. რეალურ სამყაროსთან კავშირს ვკარგავ" - რას წერს გარდაცვლილ შვილზე გიორგი გვარჯალაძე

25 September 2019, Wednesday
2 539
0


"მიყვარხარ, მა.. ძალა გამომელია.. რეალურ სამყაროსთან კავშირს ვკარგავ" - რას წერს გარდაცვლილ შვილზე გიორგი გვარჯალაძე



3 თვის წინ თბი­ლის­ში, მე-9 კლა­სე­ლი გო­გო­ნა კორ­პუ­სის მე-7 სარ­თუ­ლის ფან­ჯრი­დან გა­და­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ლულუ კა­ხი­ა­ნის შვი­ლი, ლენო გვარ­ჯა­ლა­ძე იყო. გო­გო­ნა 123-ე სა­ჯა­რო სკო­ლაში სწავლობდა.

ლენოს მამა, მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ქალიშვილზე ხშირად წერს. როგორც ამ სულისშემძვრელი პოსტებიდან ჩანს, ლენოს მონატრებას მამა ვეღარ უმკლავდება.
"რაც უფრო ვამყარებ კავშირს შენთან, მით უფრო ვკარგავ კავშირს რეალურ სამყაროსთან.
ძალა და სიტყვები გამომელია.
რომ გეძინა შენს საწოლთან მოვდიოდი და თავს გადებდი, მერე ცრემლები მომდიოდა. ზოგჯერ ამ დროს იღვიძებდი, თავს წევდი და ამბობდი:
- მიყვარხარ, მა.
- მე უფრო...
მერე მკოცნიდი ტკბილად, მეც გკოცნიდი შუბლზე, ხელზე და ბოლოს ფეხის გულზე, რომელსაც შენ საბნის ქვეშ მალავდი. ამ დროს ვიგებდი უკვე რამხელა გაიზარდე, მაგრამ ჩემთვის მაინც პატარა ლენო ხარ, პატარა მწვანე კურდღელი...
რაც დრო გადის უფრო მძიმე ხდება: გაღვიძება, მომავალზე ფიქრი, გადმოცემა, თუ რას ვგრძნობ, აღქმა, რომ ფიზიკურად ვარსებობ, ცრემლების შეკავება, ჭამა (შენ მიწაში წევხარ და მე ვჭამ?). საერთოდ ნებისმიერი რამის კეთება - რა ინტერესი უნდა მქონდეს? შენ აღარ ხარ, დაღლილი ინერციით ვაგრძელებ ცხოვრებას. ნინიზე და ქეთიზე ზრუნვა, დაბრედილი ვარ, ვერ ვზრუნავ.
ბევრი ვისწავლე შენგან დიდი განსაცდელის ფასად, რაში მჭირდება ეს ცოდნა, უარეს განსაცდელში რომ არ მოვხვდე?
ცოტა მაინც დამეხმარე თუ არსებობ" - წერს გიორგი “ფეისბუქზე”.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019