» » ბორჯომში მამა-შვილი, სავარაუდოდ, სოკოს მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა

ბორჯომში მამა-შვილი, სავარაუდოდ, სოკოს მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა

22 October 2021, Friday
7 575
0


ბორჯომში მამა-შვილი, სავარაუდოდ, სოკოს მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა



ბორ­ჯომ­ში მამა-შვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სო­კოს მო­წამ­ვლის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე" ავ­რცლებს.
მათი ცნო­ბით, ერთი და იგი­ვე სიმპტო­მე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჯერ მამა, შემ­დეგ კი შვი­ლი შე­იყ­ვა­ნეს.
"გუ­შინ ღა­მით შე­მო­იყ­ვა­ნეს 70 წლამ­დე კაცი მა­ღა­ლი წნე­ვით, ჰქონ­და თირკმლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა და პნევ­მო­ნია. კვლე­ვე­ბის დროს, რძალ­მა თქვა, რომ 16 ოქ­ტომ­ბერს პა­ცი­ენ­ტმა სოკო ჭამა და გა­დას­ხმებს უკე­თებ­დნენ სახ­ლში. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა", - ამ­ბობს ბორ­ჯო­მის რე­ფე­რა­ლუ­რი კლი­ნი­კის ექი­მი, მაია ტიტ­ვი­ნი­ძე "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭეს­თან" სა­უბ­რი­სას.

მი­სი­ვე თქმით, იგი­ვე სიმპტო­მე­ბით, პა­ცი­ენ­ტის 40 წლამ­დე შვი­ლი კლი­ნი­კა­ში მე­ო­რე ღა­მეს შე­მო­იყ­ვა­ნეს. მა­ნამ­დე კი ის მა­მას­თან ერ­თად კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა ჩი­ვი­ლე­ბის შე­ა­სა­ხებ არა­ფე­რი უთ­ქვამს.
"ჩა­უ­ტარ­და ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ზუს­ტად იგი­ვე თან­მიმ­დევ­რო­ბით გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა და და­ფიქ­სირ­და პა­ცი­ენ­ტის გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა", - ამ­ბობს იგი.
მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­ი­წყო თუ არა გა­მო­ძი­ე­ბა უც­ნო­ბია, რე­დაქ­ცია პა­სუხს შსს–დან ელო­დე­ბა.

წყარო : ambebi.ge

скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019