» » "ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა... პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა" - მიხეილ სააკაშვილი

"ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა... პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა" - მიხეილ სააკაშვილი

14 October 2021, Thursday
3 027
0


"ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა... პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა" - მიხეილ სააკაშვილი



ვემ­ზა­დე­ბო­დი დიდი ხანი, ეს არ იყო ჩემი ჩა­მოს­ვლის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი არ გან­ვი­თარ­და ისე, რო­გორც ვგეგ­მავ­დი, რა­ღა­ცე­ბი ისე გა­კეთ­და, რომ პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა კი­ნა­ღამ ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და. ეს არ იყო ბიზ­ნეს კლა­სის ვო­ი­ა­ჟი, არც ის, რა­საც მე­დი­ა­ში აღ­წე­რენ, - ამის შე­სა­ხებ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა „მთა­ვარ არხთან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.
მისი თქმით, მას უკ­რა­ი­ნის მსგავ­სად სა­ქარ­თვე­ლო­ში ხმა­უ­რი­ა­ნი დაბ­რუ­ნე­ბა არ უნ­დო­და, რად­გან ამას შე­იძ­ლე­ბა „აფეთ­ქე­ბა, გას­რო­ლა, ჟლე­ტა“ მოჰ­ყო­ლო­და.
"იმი­ტომ არ გავ­რის­კე, რომ ამ სცე­ნარ­ში ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და გას­რო­ლა, აფეთ­ქე­ბა, ჟლე­ტა და მერე ყვე­ლაფ­რის ჩვენ­ზე გად­მობ­რა­ლე­ბა. 90-იანი წლე­ბის შემ­დეგ მე ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ფიქ­რია ზვი­ად­ზე ხი­ბუ­ლა­ში. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი ჩემი თა­ვის წარ­მოდ­გე­ნას მის ად­გი­ლას და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი აი, ამ მი­ტო­ვე­ბულ, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მომ­ტან პრე­ზი­დენტს. ჩემს ჩა­მოს­ვლას­თან პირ­და­პირ პა­რა­ლელს არ გა­ვავ­ლებ­დი, ჩა­მო­ვე­დი იმი­ტომ, რომ მსურ­და წა­მოს­ვლა და სხვა­ნა­ი­რად არ შე­მეძ­ლო და მი­მაჩ­ნია, რომ ეს მარ­თლაც არის კრი­ტი­კუ­ლი წერ­ტი­ლი ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ ის სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონს ეს­ტუმ­რა.
„ვი­ყა­ვი ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­ში, ფოთ­ში, ლან­ჩხუთ­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე, რი­კოთ­ზე გე­ა­ხე­ლით ლო­ბი­ანს, და­კა­ვე­ბამ­დე ხინ­კა­ლი გა­მო­ვი­ძა­ხე და სამ­წუ­ხა­როდ მხო­ლოდ, ერთი ცა­ლის შეჭ­მა მო­ვას­წა­რი“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

წყარო : ambebi.ge

скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019