» » ”ბრავო, ეს ახლა ამ კაცს ძალიან სჭირდებოდა…” – ნახეთ რა საჩუქარი გაუკეთეს ახლახანს დაღუპული დათა შომახიას მამას

”ბრავო, ეს ახლა ამ კაცს ძალიან სჭირდებოდა…” – ნახეთ რა საჩუქარი გაუკეთეს ახლახანს დაღუპული დათა შომახიას მამას

13 October 2021, Wednesday
14 631
0


”ბრავო, ეს ახლა ამ კაცს ძალიან სჭირდებოდა…” – ნახეთ რა საჩუქარი გაუკეთეს ახლახანს დაღუპული დათა შომახიას მამას



ახლახან ცნობილი გახდა, რომ სამმა კომპანიამ – „რედკო“, „King’s Garden“ და „საქინვესტმა“ ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებულ გია შომახიას ოჯახს ბინა შეუძინა.
კომპანიების წარმომადგენლები უსამძიმრებენ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს.
„ცხადია, ამ ტრაგედიით გამოწვეული შედეგების შემსუბუქება შეუძლებელია, თუმცა, ვეცადეთ მცირედით გამოგვეხატა ბიზნეს სექტორის ხალხში გვერდში დგომა.“ – განაცხადა კომპანია „რედკოს“ მფლობელმა.
„ეს არის უდიდესი ტრაგედია და უმძიმესი ტკივილი, რომელმაც მთელი ქვეყანა გაგვაერთიანა. ვერთიანდებით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც, რათა ჩვენი მცირედი, უმნიშვნელო თანადგომა გამოვხატოთ დაზარალებული ოჯახების მიმართ. განსაკუთრებით მძიმე და აუტანელია ეს ტრაგედია გარდაცვლილთა ოჯახებისთვის. კიდევ ერთხელ, მთელი გულით ვუსამძიმრებ მათ“. – განაცხადა ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ.
„ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთ დროს ბიზნესი მათ გვერდით დგას.”- განაცხადეს “საქინვესტის“ წარმომადგენლებმა.
ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 9 პირიდან 2 გია შომახიას ოჯახის წევრია.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019