» » “უიშვიათესად ნიჭიერი ახალგაზრდა იყო…” – ვინ არის ბიჭი, რომელიც თავის ორ ძმიშვილთან ჩახუტებული ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს

“უიშვიათესად ნიჭიერი ახალგაზრდა იყო…” – ვინ არის ბიჭი, რომელიც თავის ორ ძმიშვილთან ჩახუტებული ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს

09 October 2021, Saturday
16 274
0


“უიშვიათესად ნიჭიერი ახალგაზრდა იყო…” – ვინ არის ბიჭი, რომელიც თავის ორ ძმიშვილთან ჩახუტებული ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს



ბა­თუმ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას ცხრა ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ბოლო გარ­დაც­ვლი­ლი მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან ცოტა ხნის წინ ამო­იყ­ვა­ნეს. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ნგრე­ვის ფაქ­ტზე შსს-მ 3 პირი, მათ შო­რის პირ­ველ სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნის მე­სა­კუთ­რე და­ა­კა­ვა.
გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის 4 ერთი ოჯა­ხის წევ­რია. ესე­ნი არი­ან 35 წლის ინგა მე­კე­ი­ძე, მისი ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი და გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მაზ­ლი, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ნუგ­ზარ დავ­ლა­ძე.
რო­გორც ცნო­ბი­ლია, ნუგ­ზარ დავ­ლა­ძე მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან ბავ­შვებ­თან ერ­თად გა­მო­იყ­ვა­ნეს. ახ­ლობ­ლის თქმით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი უცხო­ე­თი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო და ძმის ოჯახ­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.
სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლის­ტი ზაზა დო­ბორჯგი­ნი­ძე გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ ის საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გე­ოგ­რა­ფი იყო.
“რამ­დენ­ჯე­რაც ნუგ­ზარს შევ­ხვდე­ბო­დი ყო­ველ­თვის გრძელ სა­უ­ბარს ვა­ბამ­დით. უიშ­ვი­ა­თე­სად ნი­ჭი­ე­რი გე­ოგ­რა­ფი იყო, ზე­ა­და­მი­ა­ნუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბით. ყვე­ლა­ნა­ი­რი თა­რი­ღი, რი­ცხვი და მო­ნა­ცე­მი ზე­პი­რად იცო­და, გე­ოგ­რა­ფი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­სა­ვით იყო.
როცა ვნა­ხუ­ლობ­დი სულ ფი­ლო­სო­ფი­ა­ზე, ევო­ლუ­ცი­ა­ზე, პო­ლი­ტი­კა­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით. ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი, სულ მე­უბ­ნე­ბო­და შენი იმე­დი მაქვს, რომ ბევ­რს მი­აღ­წე­ვო. დღეს იპო­ვეს, თა­ვის ორ ძმიშ­ვილ­თან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი ნან­გრე­ვებ­ში” – წერს დო­ბორჯგი­ნი­ძე.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019