» » "გუშინ ქალაქის ცენტრში ჩამიცხრილეს ნიკო! ყველაზე ნათელი გონების ადამიანი, ჩვენი იმედი" - რას წერენ ვერაზე მოკლულ ბიჭზე?

"გუშინ ქალაქის ცენტრში ჩამიცხრილეს ნიკო! ყველაზე ნათელი გონების ადამიანი, ჩვენი იმედი" - რას წერენ ვერაზე მოკლულ ბიჭზე?

16 September 2021, Thursday
2 238
0


"გუშინ ქალაქის ცენტრში ჩამიცხრილეს ნიკო! ყველაზე ნათელი გონების ადამიანი, ჩვენი იმედი" - რას წერენ ვერაზე მოკლულ ბიჭზე?



ვე­რა­ზე, დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა დღეს დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სი­მონ ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში და­უ­დას­ტუ­რეს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლია 8 ტყვია მოხ­ვდა.

თავ­დამ­სხმე­ლი ბიჭს ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნას­თან ელო­დე­ბო­და, კორ­პუს­თან და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი სრო­ლით დას­რულ­და. მკვლელ­მა ბიჭს 9-ჯერ ეს­რო­ლა და ნი­კო­ლა­ძის ქუ­ჩი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ი­მა­ლა.

ინ­ტერ­ნეტ­ში იძებ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია გარ­დაც­ვლილ ახალ­გაზ­რდა­ზე, რო­გორც ირ­კვე­ვა ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობ­და და და­არ­სა პლატ­ფორ­მა "Feedc"-ი. ახალ­გაზ­რდას გა­ნათ­ლე­ბა საფ­რან­გეთ­ში ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, რის თა­ო­ბა­ზეც ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟეტ­ში ყვე­ბა.

"ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი" ხა­თუ­ნამაღ­ლა­კე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის თა­ო­ბა­ზე წერს:


"1999 წელი იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ი­ბა­და ჯერ ჩემი დუდუ, მერე ჩემი ნიკო...

გუ­შინ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ჩა­მი­ცხრი­ლეს ნიკო! ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი გო­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი, ჩვე­ნი იმე­დი... რომ ვე­უბ­ნე­ბო­დი ამას, იცი­ნო­და,- გა­ჩერ­დიო... 22 წლის ნიკო აღარ გვყავს.. მარ­ტო ჩვენ არა მსოფ­ლი­ომ და­კარ­გა უნი­ჭი­ე­რე­სი 
ადა­მი­ა­ნი! გამ­თე­ნი­ი­სას გარ­და­იც­ვა­ლა 9 ტყვი­ით! რა გი­თხრათ მე მკვდა­რი ვარ ნი­კოს­თან ერ­თად და არ ვიცი ამ დამ­პალ ქვე­ყა­ნას რო­გორ ვან­დო ჩემი შვი­ლის ცხოვ­რე­ბა!! ან თქვენ რო­გორ უნდა იყოთ მშვი­დად აქ არ მეს­მის!!!"

ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეც:

"მოკ­ლუ­ლი 20 წლის ახალ­გაზ­რდა, ნიკო კვა­რა­ცხე­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მეს­ტუმ­რა და მი­თხრა, რომ დიდი გეგ­მე­ბი ჰქონ­და - "ფეისბუქის" ქარ­თულ ანა­ლოგს ჰქმნი­და - Feedc.com-ს. ვი­ღა­ცას ალ­ბათ გა­ე­ღი­მე­ბო­და, მაგ­რამ თუ ოდეს­მე ნი­კოს შეხ­ვედ­რი­ხართ, მისი ერუ­დი­ცია და ენ­თუ­ზი­აზ­მი მცი­რე მი­ზეზ­საც არ და­გი­ტო­ვებ­დათ ამის. მთხო­ვა, პე­რი­ო­დუ­ლად სტა­ტი­ე­ბი მე­წე­რა და სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი. მასე მერე ხში­რად მწერ­და და სი­ახ­ლე­ებს მი­ზი­ა­რებ­და. სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს მისი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შვი­ლი მო­უკ­ლეს. ვწუხ­ვარ, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ".  

წყარო : kvirispalitra

скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019