» » „მასთან მკაცრი ვერ ვარ, თუმცა..." - რას ჰყვება თეა წულუკიანი 4 წლის ქალიშვილზე

„მასთან მკაცრი ვერ ვარ, თუმცა..." - რას ჰყვება თეა წულუკიანი 4 წლის ქალიშვილზე

10 September 2021, Friday
177
0


„მასთან მკაცრი ვერ ვარ, თუმცა..." - რას ჰყვება თეა წულუკიანი 4 წლის ქალიშვილზე



საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დედობაზე, 4 წლის ქალიშვილთან, მერიკოსთან ურთიერთობაზე და იმაზე ისაუბრა, თუ როგორ შეეგუა გოგონა დედის სამსახურში გასვლას.
"მერიკო იყო ორი თვის, როცა დავასრულე დეკრეტული შვებულება და გავედი იუსტიციის სამინისტროში. დამეხმარა ექიმების, ფსიქოლოგების და გამოცდილი დედების აზრი, როგორ უნდა მომერგო ერთი მეორესთან. მე ყოველთვის ვიყავი საღამოს რვაზე მასთან და შაბათ-კვირას. ასე ვიცხოვრეთ სამი წელი, რამაც გააჩინა დედა-შვილის მიჯაჭვულობის ძალიან მნიშვნელოვანი განცდა.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი რიტუალები, დაწყებული იქედან, თუ როგორ უნდა შევიდე სახლში. მას უყვარს, როცა ხმაურიანად შევდივარ სახლში და შემომეგებება. საღამოს თამაში ნაკლებად გამომდის, ეს ჩემს ნერვულ რესურსს სცილდება, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ბევრს, რა მოეწონა დღის განმავლობაში, რამ გააღიზიანა და ა.შ. როცა რაღაც არ მოეწონება, ყოველთვის მეკითხება. ამას წინათ, რაგბის მოედანზე ვიყავი კაცებთან ერთად, როგორც ჩანს, ამას მოჰკრა თვალი და საღამოს, კარგად გამომკითხა: ამდენი ბიძია რომ იდგა სტადიონზე, შენ იქ რას აკეთებდიო, გაუკვირდა.
ჩემი სამსახური არის ის, რასაც ჩემი შვილი ვერ იტანს. თუ მას რამის სიძულვილი შეიძლება ჰქონდეს, არის ჩემი სამსახური. დღეს მეუბნებოდა, რომ ეს სამინისტრო ის სამინისტრო არ არის, სადაც ადრე დავდიოდითო და მომიწია, ამეხსნა, რომ არსებობს რამდენიმე სამინისტრო.
მასთან მკაცრი ვერ ვარ, თუმცა მშვიდი და მეგობრული ტონით ვცდილობ, რომ „წითელი ხაზები" დავადგინო, იმისთვის, რომ იცოდეს, რა შეიძლება და რა - არა. მან იცის, რომ ცუდი სიტყვების თქმა ცუდია. თუ მე წამომცდება ხოლმე, და ასე საკმაოდ ხშირად ხდება, ის შენიშვნას მაძლევს და ბოდიშს ვიხდი", - განაცხადა თეა წულუკიანმა გადაცემაში "იმედის დილა".скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019