» » დედა დავკრძალე და ახალ შემზარავ ამბავს ვიგებ..." - ცნობილი პედიატრის ემოციური პოსტი!!

დედა დავკრძალე და ახალ შემზარავ ამბავს ვიგებ..." - ცნობილი პედიატრის ემოციური პოსტი!!

08 September 2021, Wednesday
3 873
0


დედა დავკრძალე და ახალ შემზარავ ამბავს ვიგებ..." - ცნობილი პედიატრის ემოციური პოსტი!!



ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 
ექიმი "ფეისბუქში წერს, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდა თავს, გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობარი ანზორ რიჟვაძეც.
"ძალიან ძნელია გაუძლო ამდენ ტკივილს, თითქოს სამყაროს დასასრულია…დღეს დედა დავკრძალე, ტკივილი და დარდი ბურთად მაქვს გაჩხერილი ყელში!!!
ახალ შემზარავ ამბავს ვიგებ, ჩემი საყვარელი მეგობარი, პედიატრიის კათედრის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, კაცი, მოსიარულე ენციკლოპედია, კეთილშობილების, უწყინარობის, წესიერების, სიმშვიდის, ნიჭიერების, სიმბოლო ანზორ რიჟვაძე გარდაიცვალა და გადაინაცვლა იმიერ საქართველოში!!!
ის იყო პედიატრიული სკოლის ერთ-ერთი შუქურა, არაპოპულისტი, მართლა ექიმი და მართლა მეცნიერი, რომლის ღვაწლი ფასდაუდებელია.
აღარ შეგვიძლია, ჩასაფრებულია ნეგატივი, სიკვდილი ყოველ ნაბიჯზე, ადამიანთა გარდაცვალება ჩვეულებრივ სტატისტიკურ მონაცემად იქცა!!! იქნებ მალე თვით სიკვდილიც მოკვდეს!!!
სიცოცხლემ გაიმარჯვოს და შვებით ამოვისუნთქოთ!!! გზამშვიდობისა მეგობარო. შენს კარგ კაცობას საზღვარი არ აქვს, შენ ხომ თვითონ ასეთი დამსახურებული, საუკეთესო ექიმის Nunu Pirtaxia-ს მეუღლე და ყველაზე მაგარი შვილის დედამიწაზე, Maiko Rizvadze-ის აღმზრდელი ხარ!!! სწორედ ამიტომ ვერასოდეს მიეცემი დავიწყებას! გზა მშვიდობისა მეგობარო! ნათელი შენს უსპეტაკეს სულს", - წერს ინგა მამუჩიშვილი.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019