» » ”ერთმანეთის დეიდაშვილები დაიღუპნენ… წუხელ რატომ არ იყავი მათთან ღვთისმშობელო?…” – გუშინ ტრაგიკულად გარდაცვლილი ბიჭების ახლობლის სულისშემძვრელი წერილი

”ერთმანეთის დეიდაშვილები დაიღუპნენ… წუხელ რატომ არ იყავი მათთან ღვთისმშობელო?…” – გუშინ ტრაგიკულად გარდაცვლილი ბიჭების ახლობლის სულისშემძვრელი წერილი

29 August 2021, Sunday
5 439
0


”ერთმანეთის დეიდაშვილები დაიღუპნენ… წუხელ რატომ არ იყავი მათთან ღვთისმშობელო?…” – გუშინ ტრაგიკულად გარდაცვლილი ბიჭების ახლობლის სულისშემძვრელი წერილი



ლეჩხუმში დიდი ტრაგედია დატრიალდა. მძიმე ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. გარდაცვლილები 21 წლის გიორგი სანთელაძე და 28 წლის ლაშა ცხვედიანი არიან.
„ორი უწესიერესი ოჯახი დაიქცა გუშინ ლეჩხუმში – ასე ამბობენ ამ დროს ჩვენში. ორი ულამაზესი ბიჭი, ერთმანეთის დეიდაშვილები დაიღუპნენ ავტოავარიაში. ის შემთხვევაა, სამძიმრის სათქმელად ენა ვერ მოგიბრუნდება ადამიანს.
ერთის ოჯახს მთელი ცხოვრებაა, ვიცნობ – თხემით ტერფამდე წესიერებს, წიგნიერებს, სულით და ხორცით ნატიფებს, მორწმუნეებს – შეგნებით, ცხოვრების წესით, შინაგანი მრწამსით ნამდვილ ქრისტიანებს.
ერთხელ მოიყვანა ჩემთან ანამ პატარა გიორგი. გაოგნებული ვუყურებდი: თვითონ ანა სანთელაძე ხომ ანგელოზია და ეს გიორგი ნამდვილი ალენ დელონი იყო, კინოდან გადმოსული!
ახლოდან, შორიდან – ყოველთვის ვგულშემატკივრობდი სანთელაძეების ოჯახს, სულ ჩემს გულში იყვნენ ყველანი – მშობლებიც და შვილებიც.
ვერ მოვასწარი, რომ იმ პატარა, უკვე გაზრდილი, ულამაზესი გიორგისთვის მეთქვა, რომ ძალიან მიყვარდა და მეამაყებოდა, ისევე, როგორც მისი დაიკო – ჩემი თილისმა ანა!
ერთადერთი კითხვა მაქვს დღეს (არავინ შემახსენოთ, რომ ვმკრეხელობ): წუხელ სად იყავი, ღვთისმშობელო, რატომ არ იყავი იქ?” – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნანა აკობიძემ.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019