» » დაღუპული ადამიანების 99% აუცრელია! ვისაც არ სჯერა ვეპატიჟები ჩვენი რეანიმაციების შემოვლებზე – ნიკოლოზ გამყრელიძე

დაღუპული ადამიანების 99% აუცრელია! ვისაც არ სჯერა ვეპატიჟები ჩვენი რეანიმაციების შემოვლებზე – ნიკოლოზ გამყრელიძე

29 August 2021, Sunday
2 486
0


დაღუპული ადამიანების 99% აუცრელია! ვისაც არ სჯერა ვეპატიჟები ჩვენი რეანიმაციების შემოვლებზე – ნიკოლოზ გამყრელიძე



აქ კაკუნს და თეორიულ წიაღსვლებს ნუ შემომთავაზებთ, გელით ხალათით, ნიღბით, ხელთათმანებით და დაღლილი სამედიცინო პერსონალით ისევ თქვენივე რწმენის მძიმედ დაავადებული ადამიანების ჰოსპიტლებში დასახმარებლად, – ამის შესახებ ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დღეს აუცრელები ჰოსპიტალური რესურსის 99%-ს იყენებენ.
„ზედმედი თეორიული წიაღსვლების დრო ნამდვილად არაა. სრულიად ვეთანხმები გიას! Gregory Khurtsidze აიცერით:
1. კოვიდის ვაქცინა წინასწარი კვლევებით, თეიორიული ანალიზით და პრაქტიკული ექსპერიმენტებით არ იწვევენ ADE რეაქციას.
2. დღემდე არცერთი შემთხვევა არაა აღწერილი 2 მილიარდი დოზის და 2 ახალი ვარიანტის გამოჩენის მერე.
3. სანამ ანტივაქსერები ამ თეორიულ საკითხს ეჭიდებიან, ვიმეორებ თეორიულს რომელიც იყო გათვალისწინებული, გამოცდილი და დღემდე დაკვირვებაშია, დაღუპული ადამიანების 99% აუცრელია.
4. ვისაც არ სჯერა ვეპატიჟები ჩვენი რეანიმაციების შემოვლებზე.
5. აუცრელები იყენებენ დღეს ჰოსპიტალური რესურსის 99%-ს და შესაბამისად ვინც აიცრა და აქვს სხვა პრობლემა (გულსისხლძარღვთა, ქირურგიული, ა.შ) უკავებენ ადგილს, სამედიცინო პერსონალსა და მკურნალობას. ეს ხალხი იღუპება და პასუხისმგებლობა უნდა აიღონ არავაქცინირებულებმა მაშინ.
6. ანტი ვაქსეღებს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: არაკომპეტენტური ინფორმაციის გავრცელების და პროპაგანდის მაგივრად გამოიჩინონ საზოგადო პასუხისმგებლობა და მაშინ შემიგვიერთდნენ მოხალისეებად თავისნაირი იდეური და პრინციპული ანტივაქსერების რეანიმაცუებში დამხმარე მოხალისეებად. წინა მოწოდებაზე ერთიც არ გამომხმაურებიხართ, აი ერც ერთი.
7. სამედიცინო პესონალმა აქეთ ვიომოთ და იქიდან თქვენ თეორიული ჰიპოთეზების ქათაგებით სეირს უყურებდეთ უკვე აღარ გამოვა. პირდაპირ გეკითხებით როცა დადგება არჩევანი და უკვე ძალიან ახლოსაა როგორ განვასხვაო და პირველი ვინ დავსვა ხელოვნურის სუნთქვის აპარატზე: ა) ადამიანი რომელმაც არ გამიყენა ვაქცინა და 99%-იანი შანსი არ მოხვედრილიყო კოვიდით რეანიმაციაში, თუ ბ) აცრილი რომელიც მწვავე გულის უკმარისობითაა შემისული და აპარატი მისთვის აღარ მაქვს.
თქვენი არჩევანის თავისუფლება, სხვისი ჯანმრთელობის ფასი რატომ უნდა ღირდეს?
P.S აქ კაკუნს და თეორიულ წიაღსვლებს ნუ შემომთავაზებთ, გელით ხალათით, ნიღბით, ხელთათმანებით და დაღლილი სამედიცინო პერსონალით ისევ თქვენივე რწმენის მძიმედ დაავადებული ადამიანების ჰოპიტლებში დასახმარებლად,“ – წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019