» » უაზროდ ვეხეთქები კედლებს, ამ მარიამობა დღეს ღვთისმშობელს უნდა ჩაგაბარო…დახეული ფილტვები და გაგლეჯილი გული…

უაზროდ ვეხეთქები კედლებს, ამ მარიამობა დღეს ღვთისმშობელს უნდა ჩაგაბარო…დახეული ფილტვები და გაგლეჯილი გული…

28 August 2021, Saturday
16 398
0


უაზროდ ვეხეთქები კედლებს, ამ მარიამობა დღეს ღვთისმშობელს უნდა ჩაგაბარო…დახეული ფილტვები და გაგლეჯილი გული…



სოციალური ქსელის მომხმარებელი, მანანა ახვლედიანი საკუთარი დის გარდაცვალებაზე ემოციურ წერილს აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქეთინო ახვლედიანი კორონავირუსით გარდაიცვალა.
”რა უაზროდ ვეხეთქები კედლებს.ვემზადები.უნდა გაგაცილო. ამ მარიამობა დღეს ღვთისმშობელს უნდა ჩაგაბარო. შეგეწევა, დაგიფარავს, შენს სულს გაანათლებს… გალამაზება და გამოწყობა არაო. ზმეიკიან ცელოფანს არ შეეხოთო. იყოს ასე. რადგან უფალმა ინება, იყოს ნება ღვთისა.
აწეწილი თმებიც მოგიხდება. შენი ბზიალა, კულულებად დაყრილი შავი თმები… დახეული ფილტვები და გაგლეჯილი გული არ ვიცი… შენს გულს ჩემს გულზე უარესი რა დაემართა?!.
სასაფლაოზე მაინც უნდა შევძლო მოსვლა. კი ვერაფერს გაგიკეთებ მაგრამ გაგაცილებ. აამდენი გეგმები გვქონდა?!. მერაბი ოთახიდან ოთახში დადის და იცრემლება. ხანდახან ტირილით იტყვის_ “ხაჭაპური ცოლიდა”. ხო ხვდები?!. ყველაზე შეუგუებელი ის იქნება რომ აღარ დარეკავ და შუაღამემდე ან სულაც გამთენიამდე ვეღარ ილაპარაკებთ… ისედაც რამდენი ხანია აღარ დაგირეკია?!. ბოლოს ტელეფონი რომ გაგივარდა ხელიდან, იმის მერე შენი ხმა არ გამიგონია…ხოოო, ვარდისფერი პომადები დაგიგროვე. აღარ გჭირდება. ორმოცამდე მექნება. მერე ლამაზ გოგოებს ვაჩუქებ შენს სახელზე… გაიპრანჭებიან…” – წერს მანანა ახვლედიანიскачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019