» » "როგორც მთელი ცხოვრება გაატარეს ერთად, ისე ხელჩაკიდებულები გადავიდნენ დოდო და ბატონი ოთარი მარადისობაში"

"როგორც მთელი ცხოვრება გაატარეს ერთად, ისე ხელჩაკიდებულები გადავიდნენ დოდო და ბატონი ოთარი მარადისობაში"

26 August 2021, Thursday
9 162
0


"როგორც მთელი ცხოვრება გაატარეს ერთად, ისე ხელჩაკიდებულები გადავიდნენ დოდო და ბატონი ოთარი მარადისობაში"



დღეს კო­რო­ნა­ვირუ­სით ცოლ-ქმა­რი - გი­ნე­კო­ლოგ-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი ბარ­ბა­რე გორ­გო­ში­ძე და ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ოთარ და­ვი­თაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვალ­ნენ.
წყვი­ლი თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტალ­ში მკურ­ნა­ლობ­და, დი­ლას მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი მისი მე­უღ­ლეც და­ი­ღუ­პა.
"ქალ­ბა­ტონ ბარ­ბა­რეს კო­ვი­დი 13 აგ­ვის­ტოს, კლი­ნი­კა­ში გეგ­მი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის შემ­დეგ და­უ­დას­ტურ­და. სახ­ლში არ წა­ვი­და, შვი­ლებს და შვი­ლიშ­ვი­ლებს გა­უფრ­თხილ­და და კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში გა­და­ვი­და. ორ დღე­ში ვირუ­სი მე­უღ­ლე­საც აღ­მო­აჩ­ნდა. ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და ქმარ­ზე, რად­გან ბა­ტონ ოთარს დი­ა­ბე­ტი ჰქონ­და. მე­ექ­ვსე დღეს ქალ­ბა­ტო­ნი ბარ­ბა­რე რომ გა­და­იყ­ვა­ნეს გეგ­მი­ურ კვლე­ვებ­ზე, უკვე ფილ­ტვის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და და კლი­ნი­კა­ში და­აწ­ვი­ნეს. მას შემ­დეგ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მძიმ­დე­ბო­და", - გვიყ­ვე­ბა ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

"ბა­ტო­ნი ოთა­რი შე­და­რე­ბით უკეთ იყო, მაგ­რამ იმ­დე­ნად უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი და ისე­თი სა­ო­ცა­რი წყვი­ლი იყო, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­უღ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და და ინერ­ვი­უ­ლა. ქალ­ბა­ტო­ნი ბარ­ბა­რე იმ­დე­ნად ხა­ლი­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, რომ თა­ვად ამ­ხნე­ვებ­და სხვებს. თა­ნამ­შრომ­ლებს კო­ვიდ სას­ტუმ­რო­დან სა­ო­ცა­რი ვი­დეო გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა", - ამ­ბობს კლი­ნი­კა G G R C - ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის პი­არ­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ეკა ნო­ნი­აშ­ვი­ლი.
Ambebi.ge-ს ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა და­უ­დას­ტუ­რა, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ბარ­ბა­რე გორ­გო­ში­ძე ერთჯე­რა­დად იყო აც­რი­ლი "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნით, მისი მე­უღ­ლე კი "სი­ნო­ფარ­მის" ერთი დო­ზით იყო აც­რი­ლი.
გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა კლი­ნი­კა­მაც:
"გემ­შვი­დო­ბე­ბით ჩვე­ნო დო­დოშ­კა, ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ცენ­ტრი GGRC უდი­დე­სი მწუ­ხა­რე­ბით იუ­წყე­ბა, რომ გარ­და­იც­ვა­ლა ცენ­ტრის რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი, თბი­ლი და გუ­ლის­ხმი­ე­რი ექი­მი ბარ­ბა­რე (დოდო) გორ­გო­ში­ძე. „ჟორ­და­ნი­ე­ლი“ კად­რი, დიდი სი­ხა­რუ­ლით მი­ვი­ღეთ ჩვენს კლი­ნი­კა­ში სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ჩვე­უ­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მით, ენერ­გი­უ­ლად, ხა­ლი­სით და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით შე­უ­ერ­თდა GGRC-ის გუნდს, უხა­რო­და ყო­ვე­ლი დღე, ყო­ვე­ლი სი­ახ­ლე, ყო­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი და აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბო­და ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში...
ის სი­ცო­ცხლის და­ბა­დე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე მისი დახ­მა­რე­ბით 3000-ზე მეტი ბავ­შვი და­ი­ბა­და, რო­მელ­თა­გან ზოგი უკვე გა­ი­ზარ­და და თა­ვად გახ­და მშო­ბე­ლი, ისევ დოდო ექი­მის დახ­მა­რე­ბით. მისი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გე­ბი აი­სა­ხე­ბა მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და წარ­მა­ტე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა­ში, არა­ერ­თმა ოჯახ­მა აიხ­დი­ნა მისი დახ­მა­რე­ბით ოც­ნე­ბა. დოდო გორ­გო­ში­ძე გახ­ლდათ ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დარ­გში, მისი ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია ბა­კუ­რი­ან­ში, ჩაქვსა და თურ­ქეთ­ში. გა­ნუ­ზომ­ლად დი­დია ქალ­ბა­ტო­ნი დო­დოს როლი ქვეყ­ნის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის წინსვლა­ში, და­უ­ღა­ლა­ვად გა­დას­ცემ­და თა­ვის ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას ახალ­გაზ­რდებს, იყო სა­უ­კე­თე­სო მენ­ტო­რი, მე­გო­ბა­რი, სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და ცვლი­ლე­ბე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი. დოდო გორ­გო­ში­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა დიდი და­ნაკ­ლი­სია ცენ­ტრის­თვის და მთლი­ა­ნად ჯან­დაც­ვის სფე­როს­თვის, ასე­ვე ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, ვინც მას იც­ნობ­და... დღეს, უსაყ­ვარ­ლეს მე­უ­ლეს­თან ერ­თად, რო­გორც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ა­ტა­რეს, ისე ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი გა­და­ვიდ­ნენ დოდო და ბა­ტო­ნი ოთა­რი მა­რა­დი­სო­ბა­ში, ნა­თე­ლი მათ კე­თილ სულს".

წყარო : ambebi,ge

скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019