» » ქმარი ქალიშვილობის აღდგენას მაძალებს რადგან ,,,

ქმარი ქალიშვილობის აღდგენას მაძალებს რადგან ,,,

18 September 2019, Wednesday
6 633
0


ქმარი ქალიშვილობის აღდგენას მაძალებს რადგან ,,,



ცალკე ვცხოვრობთ, მეუღლეს საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს და მეც სკოლაში ქიმიის მასწავლებლად ვმუშაობ. ბავშვები დედამთილმა გაზარდა და ამიტომ გული ხშირად იქ მიუწევთ. მეც არ ვუშლი და ამის გამო შვილები სახლში სტუმრებად იქცნენ.

მე და ჩემს ქმარს იდეალური ურთიერთობა გვაქვს. მართალია, ხანდახან უაზრო შენიშვნები უყვარს, მაგრამ არაფერს მაკლებს. ხშირად დავდივართ რესტორანში, კინოში, თეატრში, წელიწადში ერთხელ სამოგზაუროდაც მივდივართ.

უბედნიერესი ქალი ვიყავი, სანამ გენომ ის საბედისწერო წინადადება არ შემომთავაზა. ერთ დღეს სახლში გვიან დაბრუნდა. ძმაკაცებთან ერთად ქალაქგარეთ საქეიფოდ
ბრძანდებოდა.

როგორც კი ფეხზე გაიხადა, მომიბრუნდა და მითხრა, ხვალიდან ქალიშვილობას აღიდგენო. დიდხანს ვიცინე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მარწმუნებდა, არ ხუმრობდა.

მეგონა, მეორე დღეს გამოფხიზლდებოდა და ეს სულელური წინადადება აღარ გაახსენდებოდა. საუბედუროდ ყველაფერი პირიქით მოხდა.

მეორე დღეს სრულიად სერიოზულად ამიხსნა, რომ ურთიერთობაში კრიზისს გრძნობს და უნდა ამ გზით ცხოვრება გავიხალისოთ. თან მითხრა, თუ ამ წინადადებაზე არ დავთანხმდები ცოლქმრული მოვალეობის შესრულებაზე უარს იტყვის.

წარმოდგენაც არ მინდა, რომ ასეთ სიგიჟეზე დავთანხმდე, მაგრამ ფაქტია, რომ ოჯახი თავზე მენგრევა.

ვეხვეწები, რომ მითხრას, ეს სისულელე საიდან მოფიქრა და რა მოხდა, იმ საბედისწერო ღამეს მეგობრებთან ერთად რომ იქეიფა, მაგრამ მარწმუნებს, რომ ის ღამე არაფერ შუაშია.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019