» » ”ყველას გულებში გააგრძელებ სიცოცხლეს, მთელი საქართველო ტირის შენ გამო…” – კიდევ ერთი უმძიმესი ტრაგედია საქართველოსთვის, ნახეთ ვინ არის ცნობილი ექიმი რომელიც კოვიდმა იმსხვერპლა

”ყველას გულებში გააგრძელებ სიცოცხლეს, მთელი საქართველო ტირის შენ გამო…” – კიდევ ერთი უმძიმესი ტრაგედია საქართველოსთვის, ნახეთ ვინ არის ცნობილი ექიმი რომელიც კოვიდმა იმსხვერპლა

22 August 2021, Sunday
632
0


”ყველას გულებში გააგრძელებ სიცოცხლეს, მთელი საქართველო ტირის შენ გამო…” – კიდევ ერთი უმძიმესი ტრაგედია საქართველოსთვის, ნახეთ ვინ არის ცნობილი ექიმი რომელიც კოვიდმა იმსხვერპლა



გ.ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის პე­დი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კის ბავ­შვთა ქი­რურ­გი ალე­კო ბე­რუ­ლაშ­ვი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლილ ექიმს ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი სი­ტყვე­ბით ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან:
“მად­ლო­ბე­ლი ვარ უფ­ლის, რომ შენი შვი­ლი ვარ, ღმერ­თმა შენ­თან ერ­თად ყოფ­ნის უბედ­ნი­ე­რე­სი 33 წელი მა­ჩუ­ქა… თუმ­ცა ძა­ლი­ან ადრე წა­გიყ­ვა­ნა და დაგ­ვა­შო­რა ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა აღე­მა­ტე­ბა შენი და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­ულ წყე­ნას და ტკი­ვილს. ამი­ე­რი­დან ყველ­გან შენ იქ­ნე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი შენს თავს გა­მახ­სე­ნებს, აქამ­დე თუ ერთი იყა­ვი, ეხლა იმ­დე­ნი იქ­ნე­ბი, რამ­დენ ადა­მი­ან­საც უყ­ვარ­ხარ, ყვე­ლას გუ­ლებ­ში გა­აგ­რძე­ლებ სი­ცო­ცხლეს, ვე­რას­დროს და­გი­ვი­წყებს, ვინც ერთხელ მა­ინც გნა­ხა და შენი ღი­მი­ლის და სით­ბოს გემო გა­ი­გო.სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი და ექი­მი რომ იყა­ვი ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, მაგ­რამ მა­ინც რა­ნა­ი­რად მო­ა­ხერ­ხე, რომ ამ­დენ ადა­მი­ანს ესე შე­აყ­ვა­რე თავი, აქამ­დე რომ არას­დროს მი­ნა­ხავს, ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ტი­რი­ან ცხა­რედ შენი წას­ვლის გამო, რო­გორ მო­ას­წა­რი ამ­დე­ნი სი­კე­თის გა­კე­თე­ბა, ამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის და­თეს­ვა?!
ყო­ველ­თვის მი­ნა­თებ­და და მიკ­ვა­ლავ­და გზას შენი გა­კე­თე­ბუ­ლი სი­კე­თე­ე­ბი, ყო­ველ­თვის სი­ხა­რუ­ლით და სი­ა­მა­ყით მივ­სებ­და გულს შენი გა­დარ­ჩე­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მად­ლი­ე­რი მშობ­ლე­ბის და­ლოც­ვა. ალ­ბათ იმი­ტომ წახ­ვე­დი ესე ადრე უფალ­თან, რომ ერთი კი არა ათი ადა­მი­ა­ნის გა­სა­კე­თე­ბე­ლი სი­კე­თე გა­ა­კე­თე უკვე, შენი ვალი მო­ი­ხა­დე შენი ქვეყ­ნის, მე­გობ­რე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის, ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე…
მა­რა­დი­უ­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ზე მხო­ლოდ ეს არის, სი­კე­თე და სიყ­ვა­რუ­ლი… მად­ლო­ბა ამ ყვე­ლაფ­რის­თვის, მად­ლო­ბა ჩვე­ნი ოჯა­ხის შექ­მნის­თვის, მისი ღირ­სე­უ­ლად, ისევ და ისევ სი­კე­თით და სიყ­ვა­რუ­ლით გა­ძღო­ლის­თვის და მად­ლო­ბა პი­რა­დად ჩემ მი­მართ გა­ცე­მუ­ლი შენი სიყ­ვა­რუ­ლის, სით­ბოს, ყუ­რა­დღე­ბის, მზრუნ­ვე­ლო­ბის­თვის. მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, მაგ­რამ ეხლა რა ვქნათ, რომ ვე­რა­ფერს ვუ­ხერ­ხებთ იმ უდი­დეს ტკი­ვილს, რაც შენი წას­ვლით დაგ­ვი­ტო­ვე, არ ვი­ცით, რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­როთ უშე­ნოდ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ვეც­დე­ბით ჩვე­ნი ტკი­ვი­ლით არ და­ვამ­ძი­მოთ შენი ლა­მა­ზი სული, რომ მშვი­დად გა­ნის­ვე­ნო სა­მუ­და­მო ცათა სა­სუ­ფე­ველ­ში.
დრო­ე­ბით გემ­შვი­დო­ბე­ბი იმ იმე­დით, რომ ისე ვი­ცხოვ­რებ, შე­ნამ­დე მო­ვალ სა­ბო­ლო­ოდ… უზო­მოდ მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი… მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რამ­დე, ჩემო ცის­ფერ­თვა­ლე­ბა მა­მი­კო”.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019