» » "კიდევ ერთი საოცარი ადამიანი და ქირურგი ემსხვერპლა ამ საშინელ ვირუსს... ღმერთო, კიდევ რამდენი?! როდის უნდა მოეგოს ეს საზოგადოებას გონს?!"

"კიდევ ერთი საოცარი ადამიანი და ქირურგი ემსხვერპლა ამ საშინელ ვირუსს... ღმერთო, კიდევ რამდენი?! როდის უნდა მოეგოს ეს საზოგადოებას გონს?!"

22 August 2021, Sunday
12 142
0


"კიდევ ერთი საოცარი ადამიანი და ქირურგი ემსხვერპლა ამ საშინელ ვირუსს... ღმერთო, კიდევ რამდენი?! როდის უნდა მოეგოს ეს საზოგადოებას გონს?!"



გ.ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის პე­დი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კის ბავ­შვთა ქი­რურ­გი ალე­კო ბე­რუ­ლაშ­ვი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლილ ექიმს ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი სი­ტყვე­ბით ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან:
"მად­ლო­ბე­ლი ვარ უფ­ლის, რომ შენი შვი­ლი ვარ, ღმერ­თმა შენ­თან ერ­თად ყოფ­ნის უბედ­ნი­ე­რე­სი 33 წელი მა­ჩუ­ქა... თუმ­ცა ძა­ლი­ან ადრე წა­გიყ­ვა­ნა და დაგ­ვა­შო­რა ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა აღე­მა­ტე­ბა შენი და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­ულ წყე­ნას და ტკი­ვილს. ამი­ე­რი­დან ყველ­გან შენ იქ­ნე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი შენს თავს გა­მახ­სე­ნებს, აქამ­დე თუ ერთი იყა­ვი, ეხლა იმ­დე­ნი იქ­ნე­ბი, რამ­დენ ადა­მი­ან­საც უყ­ვარ­ხარ, ყვე­ლას გუ­ლებ­ში გა­აგ­რძე­ლებ სი­ცო­ცხლეს, ვე­რას­დროს და­გი­ვი­წყებს, ვინც ერთხელ მა­ინც გნა­ხა და შენი ღი­მი­ლის და სით­ბოს გემო გა­ი­გო.
სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი და ექი­მი რომ იყა­ვი ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, მაგ­რამ მა­ინც რა­ნა­ი­რად მო­ა­ხერ­ხე, რომ ამ­დენ ადა­მი­ანს ესე შე­აყ­ვა­რე თავი, აქამ­დე რომ არას­დროს მი­ნა­ხავს, ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ტი­რი­ან ცხა­რედ შენი წას­ვლის გამო, რო­გორ მო­ას­წა­რი ამ­დე­ნი სი­კე­თის გა­კე­თე­ბა, ამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის და­თეს­ვა?!

ყო­ველ­თვის მი­ნა­თებ­და და მიკ­ვა­ლავ­და გზას შენი გა­კე­თე­ბუ­ლი სი­კე­თე­ე­ბი, ყო­ველ­თვის სი­ხა­რუ­ლით და სი­ა­მა­ყით მივ­სებ­და გულს შენი გა­დარ­ჩე­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მად­ლი­ე­რი მშობ­ლე­ბის და­ლოც­ვა. ალ­ბათ იმი­ტომ წახ­ვე­დი ესე ადრე უფალ­თან, რომ ერთი კი არა ათი ადა­მი­ა­ნის გა­სა­კე­თე­ბე­ლი სი­კე­თე გა­ა­კე­თე უკვე, შენი ვალი მო­ი­ხა­დე შენი ქვეყ­ნის, მე­გობ­რე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის, ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე...
მა­რა­დი­უ­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ზე მხო­ლოდ ეს არის, სი­კე­თე და სიყ­ვა­რუ­ლი... მად­ლო­ბა ამ ყვე­ლაფ­რის­თვის, მად­ლო­ბა ჩვე­ნი ოჯა­ხის შექ­მნის­თვის, მისი ღირ­სე­უ­ლად, ისევ და ისევ სი­კე­თით და სიყ­ვა­რუ­ლით გა­ძღო­ლის­თვის და მად­ლო­ბა პი­რა­დად ჩემ მი­მართ გა­ცე­მუ­ლი შენი სიყ­ვა­რუ­ლის, სით­ბოს, ყუ­რა­დღე­ბის, მზრუნ­ვე­ლო­ბის­თვის. მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, მაგ­რამ ეხლა რა ვქნათ, რომ ვე­რა­ფერს ვუ­ხერ­ხებთ იმ უდი­დეს ტკი­ვილს, რაც შენი წას­ვლით დაგ­ვი­ტო­ვე, არ ვი­ცით, რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­როთ უშე­ნოდ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ვეც­დე­ბით ჩვე­ნი ტკი­ვი­ლით არ და­ვამ­ძი­მოთ შენი ლა­მა­ზი სული, რომ მშვი­დად გა­ნის­ვე­ნო სა­მუ­და­მო ცათა სა­სუ­ფე­ველ­ში.
დრო­ე­ბით გემ­შვი­დო­ბე­ბი იმ იმე­დით, რომ ისე ვი­ცხოვ­რებ, შე­ნამ­დე მო­ვალ სა­ბო­ლო­ოდ... უზო­მოდ მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი... მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რამ­დე, ჩემო ცის­ფერ­თვა­ლე­ბა მა­მი­კო".

წყარო : ambebi,geскачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019