» ქუთაისში კოვიდინფიცირებულმა ორსულმა "გოლიათი" გააჩინა...

ქუთაისში კოვიდინფიცირებულმა ორსულმა "გოლიათი" გააჩინა...

18 November 2020, Wednesday
3 126
0


ქუთაისში კოვიდინფიცირებულმა ორსულმა "გოლიათი" გააჩინა...



"კლი­ნი­კა ბო­მონ­დის" კო­ვი­დცენ­ტრის სა­მე­ა­ნო-გი­ნე­კო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში "გო­ლი­ა­თი" ახალ­შო­ბი­ლი გაჩ­ნდა. მამ­რო­ბი­თი სქე­სის ახალ­შო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ჩვე­ნე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად და­ი­ბა­და, ხუთ კი­ლოგ­რამს იწო­ნის. "გო­ლი­ა­თის" დედა ქუ­თა­ი­სის მკვიდ­რია, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში 39 კვი­რის ორ­სუ­ლი, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით, ერთი დღის წინ შე­იყ­ვა­ნეს. პა­ცი­ენტს ასე­ვე აღე­ნიშ­ნე­ბო­და ზო­გა­დი სი­სუს­ტე და ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა.
"ჩვენს კო­ვიდ­გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მიჩ­ვე­უ­ლი ვართ ტყუ­პე­ბის და­ბა­დე­ბას, თუმ­ცა დღეს სა­სი­ხა­რუ­ლოა ის ფაქ­ტი, რომ „გო­ლი­ა­თი“ და­ი­ბა­და. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად, მამ­რო­ბი­თი სქე­სის ახალ­შო­ბი­ლი გაჩ­ნდა, რომ­ლის წონა 5 კი­ლოგ­რა­მი, ხოლო სი­მაღ­ლე 54 სან­ტი­მეტ­რია. ამ დრო­ის­თვის დე­დაც და ახალ­შო­ბი­ლიც თავს კარ­გად გრძნო­ბენ. ჩვე­ნი გან­ყო­ფი­ლე­ბის მთე­ლი გუნ­დი, ექი­მე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი ექთ­ნი­თა და ექთ­ნის დამ­ხმა­რე­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს იმა­ზე, რომ ორ­სუ­ლებს ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო შე­ვუქ­მნათ და ასეც არის: გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში პა­ტა­რა კო­ვიდ­სამ­ყა­რო გვაქვს. გვი­ხა­რია, რომ უკვე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი, ჩვენ­გან წა­სუ­ლი ორ­სუ­ლე­ბი თუ მე­ლო­გი­ნე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან და სხვებს უწე­ვენ რე­კო­მენ­და­ცი­ას, რათა კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, „კლი­ნი­კა ბო­მონ­დი“-ს კო­ვი­დცენ­ტრში მოხ­ვდნენ,“- ამ­ბობს კო­ვი­დცენ­ტრის მეან-გი­ნე­კო­ლო­გი თე­ო­ნა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე. რგორც ცნო­ბი­ლია, ახალ­და­ბა­დე­ბულს ვირუ­სი არ და­უდ­გინ­და. ამ დრო­ის­თვის „კლი­ნი­კა ბო­მონ­დი“-ს კო­ვი­დცენ­ტრში მკურ­ნა­ლო­ბა-მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას 32 ორ­სუ­ლი და მე­ლო­გი­ნე გა­დის.скачать dle 12.1




კომენტარები:
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen
სტატიები, სიახლეები, ახალი ამბები
ყველა უფლება დაცულია © 2019